"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

AutoSharing Option
"ტორპედო" სეზონის წინ სერიოზულად გაძლიერდა, მაგრამ წარმატებულად ვერ ასპარეზობს, გულშემატკივრებს კი მწვრთნელ გია ცეცაძესთან კონფლიქტი მოუვიდათ. კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ გადადგომის შესახებ ცეცაძის მიერ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილეს.

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადება
"ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია. კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს
გადაწყვეტილების მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ.

ხვალ, 15:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კლუბის პრესრუმში, გაიმართება პრესკონფერენცია".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხოდა ყველგან რომ ცხვირს ყოფთ მაგიტომაა სადაც ხართ და როგორც ხართ! სულ რომ წუწუნებთ ! ეგ ინვესტორიც გააქციეთ! აბა თქვენ იცით!
brasas
05 აპრილი 2022 19:44
3
ყველა ვინც ცეცაძეს თუ რაღაცას იცავს, ფეხბურთის, ქუთაისის და ზრდილობის ოპონენტები ბრძანდებით. ვინ რისი "ამშენებელი" ან "დამყენებია", ტიპი გაგნებაში არაა.
აკა
05 აპრილი 2022 18:38
0
პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო! კაცი! პიროვნება! მერე უკვე ცუდი ან კარგი სპეცუალისტი, მორალი და თავმოყვარეობა გააჩნია საერთოდ? რანაირად ელაპარაკება ვარჯიშზე ბიჭებს, რა დამოკიდებულება აქვა გულშემატკივართან, მსაჯებთან. დროს მაგ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელი არ აქვს. არ იცის! არ უყვარს და ზრდილობა არ გააჩნია.
რეზო
05 აპრილი 2022 10:56
0
ქუთაისში ტორპედოს თამაშს რამდენი გულშემატკივარი ესწრება ?
ქიტესა
05 აპრილი 2022 10:20
0
აი მართლა უნდა მოიყვანონ ჩხეტიანი და გავრდეთ მესამე ლიგაში, ერთი პენალი გავურდათ და ჭკუაზე არ არიან! დაუნახვები ხართ! მოსული არ იყო უსტვენდით! რამის თავი რომ ქონდეთ ჩაჩავას პასუხს მოთხოვდით! ეჰ ნიუ ვიჟენს რა ვუთხარი აუტკივარი თავი რომ აიტკივა ! მაინც ვერაფერს ხედავენ და აგეყვანათ რამე სხვა გუნდი!
ცოტნე
05 აპრილი 2022 01:16
7
shen sakmes mixede shen jobia, torpedos mivxedavt kutaislebi ramenairat utkvenot.
BARSA
05 აპრილი 2022 09:56
3
ახლიდან აწყობილი გუნდი 6 ტურში ვარსკვლავებს რო ვერ მოწყვეტს ძნელი გამოცნობა არ უნდა ნეიმარი მესი და მბაპე ერთ გუნდშია და რა ხეირი? და რატო ითხოვთ ისეთ რამეს რაც ფიზიკურად შეუძლებელია ნუ ვართ ქართველები სულ სწრაფები სულ რო გვარდიოლა მოვიდეს მაინც ვერ ექნება ჯერ საოცარი შედეგები რადგან 30 კაცს უნდა ესმოდეს უსიტყვოთ ერთმანეთის რასაც ჭირდება დრო და 5 თუ 6 ტური ზღვაში წვეთია
ნოდო
04 აპრილი 2022 23:15
11
გუნდი ჯერ შენების პროცესშია, არ აშენებულა და რა დანგრავაზეა ლაპარაკი? დამშვიდდთ, ყველაფერი კარგად იქნება.

გიზოგ
05 აპრილი 2022 12:18
3
კარგად იცავ ცეცაძეს,ვაცადოთ გუნდის დანგრევა თუ რას იძახი?
ნოდოს
05 აპრილი 2022 11:20
2
ასეთი სტადიონები კიდევ არსებობენ,60წლებში რომ იყო ვიცი,მაგრამ ეხლა რიმელი წელია.სირცხვილია ქუთაისს რომ თანამედროვე სტადიონი არა აქვს.
კახა ქ.
04 აპრილი 2022 21:09
1
ძალიანაც კარგი, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს იმ ვაიგულშემატკივრების გამოვლენა ვინც ასე სამარცხვინოდ იქცევა და აღარ დაუშვან სტადიონზე!
***
04 აპრილი 2022 20:36
13
სტადიონი გააკეთოთ ჯობია პარადს ჩაატარებ ისეა გაფლაშული
beqa
04 აპრილი 2022 20:27
3
მაშინ ავდგეთ და ვანახოთ ამ მექრთამე კერესელიძეს თუ ვინ ვართ,ფარჩაკ ცეცაძეს კი მივხედავთ როგორც საჭიროა
qutaisi
04 აპრილი 2022 20:23
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული