არაბიძის სადებიუტო და ხუციშვილის საოცარი გოლი ჰამზიჩის კარში - "ტორპედომ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის გადადებულ მატჩში "ტორპედომ" "ლოკომოტივი" 4:2 დაამარცხა.

"ტორპედო" დიდ უპირატესობას ფლობდა, 4:0 დაწინაურდა. სადებიუტო გოლი არაბიძემ გაიტანა. ამის შემდეგ მასპინძლები თითქოს მოეშვნენ და ორი გოლი გაუშვეს.

თავი შეცვლაზე შესულმა ხუციშვილმა და აწყურელმა გამოიჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი ხუციშვილის გოლია, რომელმაც კარიდან წინ გამოსული ჰამზიჩი დაინახა და შორიდან დალაშქრა მისი კარი.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ლოკომოტივი 4:2
გოლები: 1:0 კუხიანიძე (28), 2:0 ცინცაძე (42, პენ), 3:0 ნადარაია (53), 4:0 არაბიძე (60), 4:1 ხუციშვილი (88), 4:2 აწყურელი (90)

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუკი სადმე რამე დაწერილა,გიორგი არაბიძის შესახებ,ყოველთვის ვიცავდი მას.ვიცი მისი შესაძლებლობები და მიახლოებით მისი მდგომარეობაც.ახლაც მიხარია მშვენიერი გოლი რომ გაიტანა.კლასი არ იკარგება,მაგრამ გიორგი,თუ გინდა სადმე ძლიერ უცხოურ კლუბში გააღწიო,გაცილებით მეტი უნდა იმუშაო და მოქმედმა სპორტსმენმა,თუნდაც ტრავმირებულმა,ამდენი ზედმეტი კილოგრამი არ უნდა დაიგროვოს.დიდი იმედი მაქვს,რომ ზაფხულამდე სრულ ფორმაში მოხვალ,ტორპედოსაც გამოადგები და საკუთარ თავსაც და სანაკრებო ამბიციებიც გაგიჩნდება.ყოველთვის წარმატებას გისურვებ.
ტორპედოს გულშემატკივრებს მოთმინებისაკენ მოვუწოდებ.ახლად შეკრებილ გუნდს,საკმაოდ დიდი დრო სჭირდება საკუთარი თამაშის მოსაძებნად და თუ არ დააცდით,კიდევ უფრო მეტ ხანს დაგჭირდებათ ლოდინი,ნამდვილი ტორპედოს ნახვამდე.აგერ ბათუმი რომ ბათუმია და შარშან რა გუნდი ჰყავდა,წელს კი, კიდევ უფრო გაძლიერდა,მაგრამ ქულებს მაინც ჰკარგავს.რატომ?იმიტომ რომ მექანიზმში რაღაცა რომ იცვლება,მიმუშავების პერიოდის გავლაა აუცილებელი,სანამ მექანიზმი,კვლავ სრული ეფექტურობით ამუშავდება("მაგას აბკატკას " ეძახიან,ჟარგონზე).რაც მეტი ნაწილი შეიცვლება,მით მეტი დროა საჭირო.ჩხეტიანის ტორპედოც გაიხსენეთ,თავიდან როგორ ხიშტებით შეხვდით,ცუდი შედეგების გამო,მაგრამ შემდეგ რა ფეხბურთი ითამაშა, ტორპედომ.ჩხუბი და გინება კი არა,გვერდში დგომა უნდა გუნდსაც,მწვრთნელსაც და რა თქმა უნდა კლუბის მფლობელსაც.ერთად თუ არ იქნებით,ყველაფერი დაინგრევა,ეგეც ხომ თქვენსავე თავზე(ტორპედოზე) გაქვთ გამოცდილი.ხარებობას გილოცავთ და გისურვებთ მალე გაეხარებინოთ ტორპედოსაც.ძლიერი ტორპედოს გარეშე,ვერც ქართული ფეხბურთი გაძლიერდება.ეს ყველას გვესმის და არ გეგონოთ,რომ მხოლოდ თქვენ გედარდებათ მისი ბედი.უბრალოდ, თქვენ გუნდის გვერდით ხართ,ახლოდან უყურებთ ყველაფერს და უფრო მწვავედ რეაგირებთ ყველაფერზე.წარმატებები!
სოსო
13:12 07-04-2022
1
კარგია სამი ქულა,ისე საინტერესოა პაპუნაშვილის ვალი გვაქვს თუ რა ხდება,ვის ამადლის თავს? რას გავს თამაში უნდა საერთოდ,ან ლოკომოტივს პატივი სცა თუ რა იყო სანდოხაძემ?
imereli
10:41 07-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული