"ტორპედომ" უკრაინული გუნდის ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
29 წლის ნახევარმცველი ლევან არველაძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.

არველაძემ ჩერნიჰოვის "დესნა" უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დატოვა და "ტორპედოში" 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ua-football-ი იტყობინება, რომ ლევან არველაძეს "დესნასთან" კონტრაქტი 2021 წლის დეკემბერში დაუსრულდა, მაგრამ, ალბათ, ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებდა და გუნდთან ერთად შეკრებაზე გაემგზავრა.

ასე რომ, ის "ტორპედოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გააფორმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგის დამატება კი არა, ცეცაძის გამოკლება უფრო ეფექტური იქნება.რას უხდის ეს კერესელიძე ამ უვიც კაცს რომ უკავშირებენ ეს ბიჭები კარიერას, გამოცდილია კვეკვე და მიხვდა, რომ მაგ ვიღაცასთან არ შეიხლება მუშაობა, თორე სულ მორღვეული აქვს დაცვა და მაინც არ წავიდა.
აკა
15:32 09-04-2022
1

სიახლეები პოპულარული