"რიბერის სტილში თამაშობს, შეიძლება, ახლა "ბაიერნის" დონის არაა, მაგრამ..." - სანიოლმა ცნობილ გერმანულ გამოცემასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა ჩვენი გუნდის თავკაცს შემდეგი კითხვა დაუსვა:

-თქვენ უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოს ნაკრებს წვრთნით, რომელ ფეხბურთელი განვითარდა ისე, რომ გვირჩევდით ბუნდესლიგაში, მათ შორის თქვენს ყოფილ გუნდში "ბაიერნში" სათამაშოდ?

-ჩვენი ყველაზე დიდი ტალანტი ხვიჩია კვარაცხელიაა, ის რიბერის სტილში თამაშობს, ყოველთვის მიდის რისკზე, სწრაფია, კარგ პასებს აკეთებს და ტექნიკურად ძალიან ძლიერია.

მან ყაზანის "რუბინი"
დატოვა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალ კლუბში რეგულარულად ითამაშოს და ჰყავდეს მწვრთნელი, რომელიც ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

კვარაცხელიას ნამდვილად შეუძლია ბუნდესლიგაში თამაში. 21 წლის ასაკში შეიძლება მთლად "ბაიერნის" დონის არ არის, მაგრამ "დორტმუნდში", "ლევერკუზენში" ან "გლადბახში" თამაში ნამდვილად შეუძლია", - უპასუხა სანიოლმა.

alt"დამირეკა იაშვილმა... 5 წუთი ვილაპარაკეთ და ვუთხარი..." - სანიოლმა მოჰყვა, როგორ დაინიშნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად

მკითხველის კომენტარები / 19 /
ამ ტაკიმასხარა სანიოლს საერთოთ რა უნდა,დაბოღმილია რომ არცერთი ფრანგი ფეხბურთელი ახლოს ვერ მივა ხვიჩასთან და არც მომავალშიც დაიბადება საფრანგეთში ხვიჩას დონის ფეხბურთელი..
gaga
09 აპრილი 2022 17:09
48
ეე, ფანატიზმი ასულელებს ადამიანს
დათო
09 აპრილი 2022 20:22
1
არავითარ შედარებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.ასე ადარებდნენ მესხსა და მეტრეველს, რაც სწორი არ იყო და შემდგომ ამის მოსურნე ხალხი გაქრა. მოდით ჯერ ეს ბიჭები მართლაც მესხისა და მეტრეველის დონეზე ავიდნენ და უფრო კარგად გავიგებთ რასთან გვაქვს საქმე. ჩაკვეტაძე მგონია გადაურჩა ამ უძნელეს ტრამვას და ათამაშდება სრული ძალით ცოტა ხანში. კიდევ ბევრი რამ სჭირდება ორივეს უმაღლეს დონეზე სათამაშოდ: 1. ჯანმრთელობამ გაქაჩოს უმძიმესი დატვირთვები;
2. იღბალი, რომ ტრამვები (ყოველ შემთხვევაში მძიმე) არ დაემართოთ;
3. ტოპ 4-ის გუნდები, რომლებშიც გაიზრდებიან და განვითარდებიან;
4. შესაბამისი აღმზრდელი მწვრთნელები. ასე, რომ წინ ბევრი რამ გვჭირდება და
ნეტა ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ აეწყოს. მაგენი თუ მაღალ დონეზე ავლენ მათ მითვება ნახევარდაცვის დაცვის მოთამაშეები და ქართული ნიჭის სესაბამისი ნაკრები გვეყოლება.
პეტრე
13 აპრილი 2022 12:17
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული