კვარაცხელია ბათუმელთა სასტარტოში - სწრაფი გოლი, გამოუყენებელი პენალტი და ტრავმები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ბათუმის "დინამო" "სამგურალს" ზესტაფონში ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ.

ბათუმელებმა მეტოქეს მისალმება არ აცადეს, ჯოვინო ფლამარიონმა უკვე მე-2 წუთზე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - რადინის ჩაწოდების შემდეგ, შოვნაძეს აუღებელი თავური დაურტა.

მე-6 წუთზე წყალტუბოელებმა ირაკლი აზაროვის შეტევაში ჩართვით ისარგებლეს და მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი იერიში განავითარეს, რასაც მამუკა კობახიძის შეცდომა მოჰყვა. კუხიანიძე მეკარე ალავიძემ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერა და გაფრთხილებაც მიიღო. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულამა შეასრულა, თუმცა ბათუმელთა მეკარემ ბურთი მოიგერია. "სამგურალმა" გოლის გატანა
კუთხურიდან სცადა, რაც კინაღამ გამოუვიდა.

25-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას კარის აღება შეეძლო, თუმცა მეკარე შოვნაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და "კვარას" არ გაატანინა. აქვე, ტრავმის გამო, შეხვედრის გაგრძელება საქართველოს ნაკრების წევრმა ლადო მამუჩაშვილმა ვეღარ მოახერხა.

ბათუმელების დაცვის ხაზში პრობლემები სახეზე იყო, თუმცა სერგო კუხიანიძე ამას სათანადოდ ვერ იყენებდა. ტაიმის ბოლოს ჯოვინოს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა წყალტუბოელთა კიპერმა აქაც კარგად ითამაშა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, გრიგოლ ჩაბრაძემ მასიაშვილთან ორთაბრძოლაში სერიოზული ტრავმა მიიღო, ყელის არეში იდაყვი მოხვდა და მოედანზე სასწრაფო დახმარების შემოყვანა გახდა საჭირო. ამ ეპიზოდმა შეხვედრაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და თამაშის ტემპი დაეცა. თანაც, მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო.

84-ე წუთზე კვარაცხელიამ ბრწყინვალედ იმოქმედა და რამდენიმე მეტოქეს ეფექტურად გაუმკლავდა, ბოლოს კი წესების დარღვევით შეაჩერეს. ჯარიმა თავად ხვიჩამ შეასრულა, თუმცა არაზუსტად.

ბოლო წუთებში, ბათუმელთა რიგებში ჯანო ანანიძეც ვიხილეთ, კვარაცხელიას კი დასვენების საშუალება მიეცა. სტუმართა მე-2 გოლი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების იყო - გუგა ფალავანდიშვილმა ელგუჯა ლობჯანიძეს გაატანინა. ფალავანდიშვილი ამაზე არ გაჩერედა და მოწინააღმდეგის კარი თავადაც აიღო - 0:3.

10.04.22. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

"სამგურალი" - "დინამო ბათუმი" 0:3

გოლები: 0:1 ფლამარიონი (2), 0:2 ლობჯანიძე (90+1), 0:3 ფალავანდიშვილი (90+6)

გამოუყენებელი პენალტი: კუხიანიძე (7)

მომდევნო ტურში, 18 აპრილს, "დინამო" გაგრას" უმასპინძლებს, "სამგურალი" კი თბილისის "დინამოს" ეწვევა.

altარაბიძის სადებიუტო და ხუციშვილის საოცარი გოლი ჰამზიჩის კარში - "ტორპედომ" გაიმარჯვა [VIDEO]

altაცილებული პენალტი, გაძევება და ვაწაძის გოლი, როგორსაც ქართველი ფორვარდებისგან ხშირად ვერ ნახავ [VIDEO]

altკვარაცხელიას დებიუტი ბათუმის "დინამოში" და გამარჯვება "თელავთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
ამ ხალხის ვერაფერი გამიგია!რისთვის მიდიან სტადიონზე,იმისათვის რომ ვიღაცას დედა აგინონ?ისინიც ხომ თქვენსავით ქართველი ბიჭები არიან და თქვენი თავი მათ ადგილზე წარმოიდგინეთ.აგინებენ და აგინებენ,ან სტუმარს,ან მასპინძელს.ორი თამაში ითამაშა ხვიჩამ და ალბათ უკვე ნანობს,აქ ჩამოსვლას.პირდაპირ ნაპოლისთან მოეწერა ხელი,არ ერჩია?ბიჭმა,ამ კონტრაქტით, ორ თვეში,რამდენიმე მილიონი ევროს შემოსავალი მოუტანა ქართულ ფეხბურთს და ამის დანახვაც არ უნდათ.პოსტში დავწერე,პენალტის აღების დროს,ბათუმელთა მეკარე წინ გამოვიდა და წესით,გაფრთხილება,რაც მეორე იქნებოდა და ავტომატურად წითელ ბარათში გადავიდოდა,ხოლო პენალტი განმეორებით დაირტყმებოდა,ეკუთვნოდა მეთქი.ეგრევე დისლაიქი მაჯახეს.აქვე არ დევს,ვიდეო?შეხედეთ რა!რა წესი,რის კანონი,ვინ ჰკითხავს სუდიას, დაარტყი პენალტი!ბიჯო,თუ ქაღალდზე დაწერილი გამარჯვებები გინდა,ყველა გუნდს გავუგზავნი ცხრილს,სადაც თამაშის გარეშე,ყველა თამაშში გამარჯვებას ჩავუწერ და გაიხარონ მათმა გულშემატკივრებმა.ამ ყანა მოედნების გადამკიდე,ტრავმებს მაინც აღარ მიიღებენ, ფეხბურთელები.ისინიც კმაყოფილნი იქნებიან და "გულშემატკივრებიც".თუ დაწერილის ნაცვლად,მინდორზე,ნაღდ ფეხბურთში მოპოვებული გამარჯვებები გინდათ,მაშინ ვინც ამ ფეხბურთს თამაშობს,იმათ ეცით რა,პატივი!არ შეიძლება ასე!
დღეს მთელი საქართველო რუსეთის ძალმომრეობას აგინებს,უკრაინაში და რაც ჩვენ სტადიონებზე ხდება,იგივე ძალმომრეობა არ არის?!ჯერ მხოლოდ გინებაა და ისე ვატყობ,წელსაც ვერ გადავრჩებით ფანებს შორის ცხვირპირის მტვრევას.ეტყობა მათშიც პატარა რუსეთი დევს და გარეთ გამოსასვლელად იბრძვის.ყველა კლუბს,თავისი ფანები ჰყავს და გუნდის ხელმძღვანელობამ ალბათ ძალიან კარგად იციან,ვინ როგორ იქცევა.მგონი დროა,მათთან მუშაობაც დაიწყონ კლუბების საზოგადოებასთან ურთიერთობების მუშაკებმა.სხვანაირად კიდევ უარესს უნდა ველოდოთ. ალბათ დამაყრიან დისლაიქებს,მაგრამ იქნებ ვინმე დაფიქრდეს კიდეც.დისლაიქებს კი,როგორმე ავიტან.რასაც ვწერ,ვინმეს სიძულვილით ხომ არ ვწერ.ფაქტია,რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.
სოსო
10:47 11-04-2022
0
მე მგონია სასწრაფოდ უნდა მიიღონ კანონი რომ სანამ ხვიჩა საქართველოში ითამაშებს საერთოდ აეკრძალოთ მცველებს მასთან მიახლოება. ერთი-ორი გოლის და ასისტის გაკეთებაში უნდა დაეხმარონ მეტოქის მცველები-სტატისსტიკისთვისაა საწირო. ისე, მოედნის ცენტრთან აუტის ხაზთან იმატაოს რამდენიც უნდა ერთხელ ყოველ თამაშისას სავარაუდოთ გამოუვა ეზოს ფინტი და ჩვენც დავცხოთ კომენტები, აქვე ნაპოლის სკაუტები მოვიწვიოთ--არიქა კვარამ რა შოუ დადგა მოედნის ცენტრში მოწინააღმეგის კართან ზურგით მდგომმაოოოო..................ნუთუ ვერ ხვდებით ბიჭი ჯერ ფორმაში რომ არაა და ასეთი თამაშით არც ერთი სერიოზული გუნდი არ აიყვან, არც ბათუმს გამოადგება ასეთი კვარა და გუნდი შეიძლება მართლა აირიოს კიდეც. ისე საინტერესოა ბათუმის ს/შტაბი სად აპირებს ამდენი შემტევი მოთამაშეებით თამაშსს? სამგურალის, ბოლნისის, თელავის და ა.შ. წინააღდეგ, ალბათ შეიძლება, მაგრამ ჩ/ლიგის კვალიფიკაციაზე შანსი ნული მგონია, შეიძლება ვცდები კიდეც..........
შულაია
10:18 11-04-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული