"დილამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" მეორე ტაიმში გატეხა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში „დილამ“ გასვლაზე „ლოკომოტივი“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა უქულოდ მყოფი გუნდი ერთ-ერთ ლიდერთან მატჩის 38-ე წუთზე იაკობიძის პირდაპირი წითელი ბარათით გაძევების გამო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. სტუმრები ბევრს უტევდნენ და 64-ე წუთზე გაგნიძემ თავურით გორელები დააწინაურა. შემდეგ ფოფხაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ყველაფერი დასრულდა. თუმცა დემჩენკოს შეგირდებმა შეტევები გააგრძელეს და თევდორაძის კარი გონსალვესმაც დალაშქრა.

„დილა“ 15 ქულით მეორე ადგილზეა და 18 აპრილს „თელავს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლოკომოტივი“ იმავე დღეს „საბურთალოს“ შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
ლოკომოტივი - დილა 0:3
გოლები: 0:1 გაგნიძე (64), 0:2 ფოფხაძე (72, საკ. კარში), 0:3 გონსალვესი (76)
გაძევება: იაკობიძე (38, დილა)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლექსო რა დაგიშავეს ამ ბიჭებმა ასეთ დღეში რო ჩააგდე? ეს არაა ექსპერიმენტი! ეს არის ჩვეულებრივი მაზოხიზმი, ახალგაზრდა ფეხბურთელების ფსიქიკის ნგრევა და წაგებულის სინდრომის ნერგვა. კი დღევანდელ პირობებში არცერთი კლუბი არაა დალხენილი, მაგრამ ელემენტალურს მაინც ახერხებენ. არიან ახალფაზრდა მონდომებული ბიჭები, რომელთათვის უმაღლესში თამაში და საგურამოს ბაზაზე ვარჯიში საპატიო იქნება და ფინანსები არაა ამ ეტაპზე ფადამწყვეტი. თუნდაც კინკურენციის გამი ბევრი კარგი ფეხბურთელი ითამაშებდა სიამოვნებით. აკადემიაც დაგწშლევა, ვინ მოიყვანს ბავშვს სრულად დემორალუზებულ სისტემაში. არადა რა კარგად დაიწყე
კოტე
14:26 12-04-2022
0
მიდი ლოკო ცოტაც მოქოქე შეგიძლია
შოკირებული გულშემატკივარი
10:53 12-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული