
18 წლის ნახევარმცველი ლუკა წულუკიძე "საბურთალოში" დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:
"საბურთალოს" ფეხბურთელი ლუკა წულუკიძე, რომელიც ჩვენი აკადემიის აღზრდილია, "საბურთალოში" დაბრუნდა. გეცოდინებათ, რომ 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს კარიერა რუსულ "ურალში" უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბში დაბრუნება გადაწვიტა".