იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშმა აღაფრთოვანა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "გაგრას" წინააღმდეგ (ბათუმის "დინამომ" 5:2 გაიმარჯვა), უბრალოდ, შთამბეჭდავად ითამაშა და მოწინააღმდეგეებმა ვერაფრით შეაჩერეს - "კვარამ" ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანა. ამ შეხვედრის შემდეგ იტალიური Calco Napoli 24-ი წერს:

"ნაპოლის" მომავალმა შემტევმა ბათუმში აღმაფრენით ითამაშა. პირველ ტაიმში მის ანგარიშზე დუბლი და საგოლე პასი იყო. ფეხბურთელი, რომელსაც "ლურჯებთან" ერთი ნაბიჯი აშორებს, არცთუ ძლიერ საქართველოს ჩემპიონატის მატჩში დომინირებდა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა".

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინთან" ხელშეკრულება გაწყვიტა, ბათუმის "დინამოში" ჩაირიცხა და ზაფხულში იტალიურ "ნაპოლის" უკავშირებენ, რომელიც ახლა სკუდეტოსთვის იბრძვის.

altხვიჩას შოუ,

ფლამარიონის დუბლი, ზურიკოს დებიუტი, რადინის სუპერგოლი - ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
აუ რას დაიბოღმებოდნენ რუსები კვარას კარგ თამაშზე :))))))
...
19 აპრილი 2022 15:32
8
თან ხომალდიც ჩაეძირათ... ორივე ერთად როგორი გადასატანია?!....
დდდ
19 აპრილი 2022 15:55
4
კრიტიკოსებს: რუბინი იყო მაჩანჩალა გუნდი და ცხადია ხვიჩას უჭირდა რადგან დაცვაშიც უწევდა ბევრი მუშაობა და ბურთის დაცვიდან ამოტანა, ასეთ გუნდში შედეგიანობა რთულია.

დინამო ბთ ლიდერია და ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც ხვიჩასნაირ დრიბლიორს სჭირდება, ბურთით მომარაგაბა და მუდმივად შეტევაში ყოფნა და შედეგიც სახეზეა.

მენტალისტი
19 აპრილი 2022 15:47
3
ამას ვწერდი სულ და + მეგობრული, კოლექტივი, რომელშიც არავის აღიზიანებს, რომ საუკეთესო ხარ და + მოედნის საფარი. რუბინის ყანაში არცერთი ევროპელი ვარსკვლავი არ ითამაშებს. ტექნიკის წარმოჩენაც შეუძლებელია, სისწრაფესაც გიფერხებს და ტრავმის რისკიც ათმაგდება.
ქომაგი
19 აპრილი 2022 17:47
0
მენტალისტი, დდდ აუ რა მაცინეთ. თქვენ შემოგევლეთ. დისლაიკის დამწერები დაეწიონ რუსულ კარაბლს
ვანჩოპე
19 აპრილი 2022 18:59
2
ანუ უკვე თავისად თვლიან რადგან უკვე საქართველოს ჩემპიონატშიც აკვირდებიან !ნაპოლის შეფებმა უნდა იჩქარონ იმიტომ რომ მილანი" იყიდა ბახრეინელმა მილიარდერმა და რამოდენიმე ფეხბურთელის ყიდვას აპირებენ და მათშორის ხვიჩას ინტერესი ისევ აქვთ
zura222
19 აპრილი 2022 19:01
3
ეხლა ჩაკვეც აყვეს ამის თამაშს და ნაკრებში საოცრებებს ვნახავთ
შოკირებული გულშემატკივარი
19 აპრილი 2022 21:37
1
კვარალდინიო!!!
უფრო და უფრო მეტ ჯადოქრობას ვიხილავთ კვარასგან წინ დიდი სანახაობები გველის!!
შავი კაცი
19 აპრილი 2022 18:59
0
მარგალ ირო მანგარ! წინ ხვიჩული!!!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 აპრილი 2022 17:07
7
ფანტასტიკური გუნდია დინამო ბათუმი - გეგუჩაძის მეთაურობით. უკვე მენანება კვარას ნაპოლიში წასვლა :)
ერთი წელი ჩემპიონთა ლიგაზე რომ ეცადა ამ გუნდს თამაში, საინტერესო შედეგი დაიდებოდა
ზურა
19 აპრილი 2022 18:54
1
კვარაცხელია როგორ მაღლა დგას ყველასგან,ერთი სიამოვნებაა მაგის ყურება მოედანზე,უყურეთ კვარაცხელიას და ისიამოვნეთ მისი ფანტასტიური თამაშით,სხვები რას გვანან,დავითაშვილი ძალიან შორსაა ფეხბურთისგან..
nodo
19 აპრილი 2022 18:49
11
მართალი ხართ, მაგრამ მე პირადად ვცდილობ ასე არ დავწერო და მის ფონზე სხვები არ დავაკნინო. ეს იწვევს უკიდეგანო შურს და ცუდი განზრახვით იმოქმედებენ მერე მის წინააღმდეგ.
.
19 აპრილი 2022 20:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული