სტუმრებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს - უკვე მე-10 წუთზე შალვა ბურჯანაძემ ნიკა კალანდარიშვილისგან ბურთი მიიღო და მეტოქის კარში გაგზავნა. დარტყმული გამოცდილი მეკარე კოკა სეფიაშვილის იოლი ნადავლი უნდა გამხდარიყო, თუმცა მან ბურთის მოგერიება ვერ შეძლო.
გაშვებული გოლის შემდეგ ბოლნისელები მკვეთრად გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტები შექმნეს, თუმცა ბოლო ეპიზოდებში უზუსტობას იჩენდნენ, ანაც წყალტუბოელთა მეკარე ლევან შოვნაძე (რომელმაც მიმდინარე სეზონში მე-6 "მშრალი" მატჩი ჩაატარა, სულ კი "სამგურალმა" 7 შეხვედრაში არ გაუშვა) ყოჩაღობდა - ერთ ეპიზოდში ახლოდან ძალიან სახიფათოდ დარტყმული ფეხით მოიგერია.
"სამგურალმა" მეორე ნახევარშიც გაიტანა - ჯეფერსონის ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთზე დავით მაისაშვილმა ყველას დაასწრო.
ამ გამარჯვების შემდეგ გიორგი მიქაძის გუნდი 13 ტურში 23 ქულით ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილზე აღზევდა, უჩა სოსიაშვილის "სიონი" კი 10 ქულით ბოლოსწინა პოზიციას იკავებს.
13.05.22. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
"სიონი" - "სამგურალი" 0:2
გოლები: ბურჯანაძე (10), მაისაშვილი (65)
მომდევნო ტურში, 17 მაისს, "სიონი" "დილას" უმასპინძლებს, "სამგურალი" კი "გაგრას" ეწვევა.
თბილისის "დინამომ" "დილა" დაამარცხა და სტუმრად ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ხვიჩასა და ბათუმელთა მორიგი საფეხბურთო ზეიმი ვერ ვიხილეთ [VIDEO]