"სამგურალი" სრული სვლით - წყალტუბოელებმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ორი მატჩი გაიმართა.

„სამგურალმა“ თბილისში „გაგრას“ 2:0 სძლია, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა, ბოლო 7 ტურში არ დამარცხებულა, 26 ქულით მესამე ადგილზეა და 21 მაისს „ტორპედოს“ უმასპინძლებს. 17 ქულით მეშვიდე პოზიციაზე დარჩენილი „გაგრა“ კი 22 მაისს „სიონს“ შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - სამგურალი 0:2
გოლები: 0:1 კიკაბიძე (35), 0:2 ჯერალდო (38)

ბოლნისში „სიონისა“ და „დილას“ დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

„დილამ“ ზედიზედ მესამე მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება, 23 ქულით მეხუთე ადგილზეა და 22 მაისს გასვლაზე „საბურთალოს“ შეხვდება,
ხოლო 11 ქულით მეცხრე პოზიციაზე მყოფი „სიონი“ იმავე დღეს „გაგრას“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაგრა კარგი გუნდია თუმცა სტაბილურობა აკლიათ სამგურალი მეორე ნომრით თამაშობდა თავდამსხმელებს გარეშე რომლებსაც ერთი გოლიც კი არ აქვთ გატანილი მიხვდებით ალბათ დაცვაში ჩამჯდარი და კონტრშეტევაზე აწყობილი თამაში რომელიც ჯერ ჯერობით ამართლებს ფრუიძის კოპირებაა მაგრამ სულ არ გაგიმართლებს გაგრამ მეტი უნდა მოიმატოს თორემ პლეიოფი გარანტირებული ექნება
გია
16:59 18-05-2022
0
გაგრას დაცვა ძალიან ცუდად თამაშობს მწვრთნელმა საწრაფოთ უნდა მოახერხოს გუნდის გადაწყობა და ფსიქოლოგიურად მოამზადოს ფეხბურთელები მომავალი თამაშებისთვის ყველა თამაში უნდა იყოს მათთვის პრინციპული
ბაჩო
07:30 18-05-2022
0

სიახლეები პოპულარული