მატჩმა თელავში დიდი ინტერესი გამოიწვია და ლამაზი სანახავი გამოდგა. თავიდან სტუმრებმა შეუტიეს და ალთუნაშვილმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შემდეგ იერიშით მასპინძლებმა უპასუხეს და გოლის გატანა ჯიქიასა და მახარობლიძეს მეკარე კუპატაძემ არ დაანება. 30-ე წუთზე კი მოედნის ცენტრიდან კვარაცხელიამ დრიბლინგი წამოიწყო და სანიკიძის კარი დალაშქრა. მან მიმდინარე ტურნირზე მეათე შეხვედრაში მეექვსე გოლი გაიტანა. 39-ე წუთზე ტრავმა მიიღო ლობჯანიძემ, რომელიც ფლამარიონმა შეცვალა და მისი პასით ანგარიში დავითაშვილმა გაზარდა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მცირე ტრავმა მიიღო ხვიჩამ და სავარაუდოდ თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა, გეგუჩაძის გუნდმა გაიმარჯვა, უახლოეს მდევრებთან 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და 25 მაისს „სამგურალს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავი“, რომელსაც 20 ქულა აქვს, მეექვსე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება.
თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (30), 0:2 დავითაშვილი (40)
თელავი (3-4-1-2): სანიკიძე, თოლორდავა (კ), გიგაშვილი, თევზაძე, კაპანაძე, ფირანიშვილი (ქოჩლაძე 62), პავიშიჩი (მუჯირი 71), ჯიქია, აშორტია (გოშთელიანი 46), მახარობლიძე (კვერნაძე 62), ხაბულიანი (პარკინაშვილი 46)
დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), მამუჩაშვილი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 79), კვარაცხელია (გაფრინდაშვილი 46), ბიძინაშვილი (ზარია 82), დავითაშვილი (ჯიღაური 79), ლობჯანიძე (ფლამარიონი 39)