დრამატული მატჩი და ჩხეტიანის იღბლიანი დაბრუნება "ტორპედოში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „ტორპედომ“, რომელსაც მესამედ ჩაუდგა სათავეში ჩხეტიანი, სახლში „გაგრა“ 1:0 დაამარცხა.

მატჩი ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა, ტემპი დაბალი იყო, მომენტები ცოტა შეიქმნა, მასპინძლები მხოლოდ ბოლოსკენ გააქტიურდნენ - ჯერ მანჯგალაძემ ბურთი ძელს გაარტყა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი საჯარიმოდამ ვაჩიბერაძის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ვაწაძემ ჩაჭრა.

„ტორპედო“ 18 ქულით მეშვიდე ადგილზეა, „გაგრა“ კი 17 ქულით - მერვეზე. ჩემპიონატი სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება - 16 ივნისს „ტორპედო“ „სიონს" უმასპინძლებს, ხოლო „გაგრა“
- ბათუმის „დინამოს“.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - გაგრა 1:0
გოლი: ვაწაძე (90+3, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაგრა თავის თავს არ გავს ზედიზედ ოთხი თამაში წააგო და მძიმე მდგომარეობაშია მეკარე დაცვა ძალიან სუსტად თამაშობს ზამენებიც არ იქნა გამოყენებული
გია
07:43 27-05-2022
0
"ყარაულის თოფი"!
სანი
19:36 30-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული