ქუთაისის „ტორპედოს“ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. დღეს, 25 მაისს, 19:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც კლუბსა და ახალ მთავარ მწვრთნელს შორის თანამშრომლობას ხელი ოფიციალურად მოეწერება.
წარმოშობით ქუთაისელი კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი 2-ჯერ იყო. პირველად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი „ტორპედომ“ საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. მისი თავკაცობით ქუთაისელებმა პირველად ითამაშეს ევროპალიგის პლეი-ოფში. მეორედ კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე წვრთნიდა.
Torpedo Kutaisi
12:10 25-05-2022
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
Ერთხელ თუ შემთხვევით გაუვარდა(არადა რო გაუვარდა უკვე რამდენჯერმე დამტკიცდა) იმას არ ნიშნავს რო მწვრთნელია. Საერთოდ გარტყმაში არა არის მწვრთნელობის და ამაში კიდევ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდებით.
Მერე-ერთი და იგივე მორევში ორჯერ და მით უმეტეს სამჯერ არ შედიან!!!!
და ყველაზე მთავარზე მთავარი-ტორპედოს გულშემატკივრებს დღემდე სჯერათ რომ გუნდი მათია და ეს გუნდი მინიმუმ რომას დონისაა ან ინტერის და მუდმვად მოითხოვენ არარეალურ რაღაცეებს და არიან ილუზიებში
რომ დიიიდი ისტორისა და მიხწევების გუნდია და უეჭველი უნდა იყვენ პირველ ადგილზე და დინამოებმა მეორე მესამე ადგილისთვის უნდა იბრძოლონ(არადა ყოველთვის პირიქითაა ერთეული გამონაკლისის გარდა) და აქედან გამომდინარე ,როგორც კი ვერ მიიღებენ შედეგს-ჩხეტოსაც დაუწყებენ გინებას და ტალახის სროლას ისევე,როგოფც ცეცაძეს!