მატჩი ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა, ტემპი დაბალი იყო, მომენტები ცოტა შეიქმნა, მასპინძლები მხოლოდ ბოლოსკენ გააქტიურდნენ - ჯერ მანჯგალაძემ ბურთი ძელს გაარტყა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი საჯარიმოდამ ვაჩიბერაძის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ვაწაძემ ჩაჭრა.
„ტორპედო“ 18 ქულით მეშვიდე ადგილზეა, „გაგრა“ კი 17 ქულით - მერვეზე. ჩემპიონატი სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება - 16 ივნისს „ტორპედო“ „სიონს" უმასპინძლებს, ხოლო „გაგრა“ - ბათუმის „დინამოს“.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - გაგრა 1:0
გოლი: ვაწაძე (90+3, საკ. კარში)