კორღალიძემ "საბურთალოს" დატოვების მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
გუშინ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „საბურთალო“ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა, რომელთანაც მცირე კომენტარი ჩავწერეთ:

- ლევან, „საბურთალო“ ურთიერთშეთანხმების შედეგად დატოვეთ. შეგიძლიათ გვითხრათ, რის გამო?
- რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, ვფიქრობ, ასე ჯობდა. „საბურთალოდან“ ფინანსური პრობლემების გამო არ წავსულვარ. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, რა ჩანაფიქრიც გვქონდა და რა შედეგსაც ვისახავდით, არ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ გუნდიდან წავსულიყავი. რა თქმა უნდა, ჩავაყენე კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურში და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება.

- დაიწერა, თითქოს 5
-6 თვის დავალიანებაა კლუბში…

- ტყუილია, არ ვიცი, ვის სჭირდება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. ორი კვირის დავალიანება იყო გუნდში, რომელიც უკვე დაიფარა. ზოგადად, ქართულ ფეხბურთში და ყველა კლუბშია გარკვეული სახის პრობლემები…

- “საბურთალოსთან” ერთად ტიტული მოიგეთ. აღნიშნული თასი პირველია თქვენს სამწვრთნელო კარიერაში. როგორ გაიხსენებთ?
- “საბურთალოში” მუშაობისას კლუბის ხელმძღვანელობა ყოველთვის გვერდში მედგა. მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

მწვრთნელის რანგში, ჩემთვის პირველი ტიტული იყო და არასდროს დამავიწყდება. მოხარული ვარ, რომ “საბურთალოსთან” ერთად დავით ყიფიანის სახელობის თასი მოვიგე და გუნდმა ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
სიმართლეს არ ამბობს ქართული მენტალიტეტი
გია
19:22 09-06-2022
0
ე.წ ლუდომანები ანუ ყომარის მოყვარეული ხალხი, მაინც თამაშობს და ამ ტოტალიზატორების რეკლამის აკრძალვით იზარალა საფეხბურთო კლუბებმა დაკარგეს სპონსორები, ლოკომოტივი გუნდი აღარაა, აგერ საბურთალოსაც პრობლემა აქ, ვინ იცის კიდევ ვინ დაზარალდება, ის კი არა ტელევიზიებმაც დაკარგა სპონსორები და მალე ვეღარ იყიდიან წამყვნ საფეხბურთო ტურნირებს.
რრრ
19:28 09-06-2022
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული