გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია

AutoSharing Option
დინამო თბილისს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, თბილისურ კლუბს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2,5 წლით ვადით გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს.

გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის ლოკომოტივი იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ლოკომოტივის გარდა ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს თბილისის საბურთალოს და ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

რაც შეეხება ტიტულებს, გიორგი ჭიაბრიშვილი ზესტაფონთან და საბურთალოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წელს კი, თბილისურ კლუბთან ერთად საქართველის დავით
ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. 2018 და 2020 წლის სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 22 /
სამწუხაროდ მეტი ფანტაზია ვერ! ანას სად არ აკვეხებენ მაგრამ შედეგი?
აკა
19 ივნისი 2022 21:31
3
ცუდი მწვრთნელია ჭიაბრიშვილი? ელიგა არ აქვს მოგებული თუ უფრო ძლიერი გუნდი არ ყავს მისი მწვრთნელობისას დამარცხებული?! მშვენივრად იყენებს რესურსს და საკმაოდ ერუდირებული მწვრთნელია. ვერ გავიგე ერთი ჩავარდნის გამო ხაზს ვერ გადაუსვამ მას და სხვა წარმოდგენა არ მაქვს ჩაკვეხებასა და უშედეგობაზე რას გულისხმობ :D
._.
19 ივნისი 2022 23:13
7
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი "დინამო"-ში?! რამდენი წელია რაც ეს მატყუარა რომანოზა ფლობს კლუბს და პასუხის მომთხოვნი/გამკითხავი არავინაა?
"დინამო"-ს ფანებო, ვეტერანებო და გულშემატკივრებო - ნუთუ ასე წლობით უნდა შერჩეს ფიფიას ყველა ჩვენგანის ტანჯვა-წამება? ბოლოსდაბოლოს, შევიკრიბოთ და ვაიძულოთ რომ გაყიდოს კლუბი ან მართვაში გადასცეს - მაგაზე უკეთ მგონი ნებისმიერი შეძლებს ამის გაკეთებას
შიშველი სიმართლე
20 ივნისი 2022 11:03
0
არ ვიცი ჭიაბრიშვილი რამდენად კარგად იმუშავებს ავანტიურისტ ფიფიასთან, მგარამ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა, არსებულს სიტუაციაში საუკეთეო ვარიანტია მწვრთნელად გიორგის დანიშვნა
gionat
20 ივნისი 2022 09:47
0
ფიფიასათვის-დინამოს-მიყიდვა-სამშობლოს-ღალატის-ტოლფასი-აქტი-იყო...თავად-ფიფია-არის-იუდა-ქარტულ-ფეხბურთში-ამიტომაც-ყოველ-სეზონზე-მთელ-ქართულ-ფეხბურთს-ყიდის-30-ვერცხლად(თავის0გულსემატკივრებიანად),ეგაა-შემდეგ,თავს-არ-იხრჩობს,რა-ჰქნას,იუდასაგან-განსხვავებით-ნამუსი-არა-აქვს...
zlatousti
20 ივნისი 2022 07:14
1
აკადემიის და ასაკობრივი გუნდების პოლიტიკა შეცვალეთ, მთელი გუნდით რომ ნაკრებში ტენით ყველას, ვინც იმსახურებს და ვინც არა, მერე იქნებ დიდებსაც გეშველოთ, გიორგის წარმატებები! თუ არ გააქციეს ესეც, მაგრამ ის მაინც იცის ერმა, რომ არაჩვეულებრივი მწვრთნელი და პიროვნებაა და კლუბის მენეჯმენტმა თუ რაც ქვიათ, თქვენი საქმე აკეთეთ, თუ იცით, თუ არადა, გაჩუმდით მაინც
....
20 ივნისი 2022 10:28
0
ცხადაძე რატომ გაიქცა? თუ უბრალოდ დაახვევინეს? ჭიაბრიშვილსაც მალე გაუყენებენ მაგის გზას. დინამო სულ ამ დღეში იქნება, სანამ რუსეთი გვმართავს.
დათო
20 ივნისი 2022 05:35
1
რამდენიმე თვეში ამასაც გაუშვებს ფიფია, ეს კაცი ძირეულ ცვლილებებს გუნდში არ მოახდენს, ისე "კოსმეტიკურ"ს, ხალხი დაიღალა ლოდინით როდის დაიკავებს გუნდი ისეთ ადგილს ქართულ ფეხბურთში როგორც ეკადრება მის წარსულს და მის სახელს
ალეკსანდრე
20 ივნისი 2022 12:39
0
წარმატებები "დინამო" თბილისს და გიორგი ჭიაბრიშვილს.
tngh
20 ივნისი 2022 12:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული