თბილისის "დინამომ" მწვრთნელ კახა ცხადაძესთან თანამშრომლობა შეწყვიტა, - ამის თაობაზე ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:
"დინამო თბილისმა 18 ივნისს მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დინამო თბილისი 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა, გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.
„კლუბის გადაწყვეტილებით ამ მომენტში ხელშეკრულების გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მადლიერები ვართ კახას და მისი გუნდის მიერ გაწეული სამსახურით და გვინდა მათ წარმატება
კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში წარადგენს. აღნიშნულ საკითხზე დინამო თბილისი დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.
მიმდინარე ეროვნული ლიგის 17 ტურის შემდეგ, დინამო თბილისი 32 ქულით მე-3 პოზიციაზეა".