გოლი მეორე ტაიმში იური ტაბატაძის პასით შეცვლაზე შესულმა ხორვატმა ნახევარმცველმა ბენედიკ მიოჩმა გაიტანა.
„საბურთალომ“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 26 ქულით მეხუთე ადგილზეა და 25 ივნისს „სამგურალს“ შეხვდება, 21 ქულით მეექვსე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ კი 26 ივნისს „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საბურთალო - თელავი 1:0
გოლი: მიოჩი (68)