მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს. აზაროვის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, კარგი მომენტი დავითაშვილმა ვერ გამოიყენა, შემდეგ ზურიკოს გასროლილს ფლამარიონმა შეუცვალა მიმართულება და აჭარული გუნდი დაწინაურდა. სტუმრებმა საპასუხო იერიშებით უპასუხეს და მოისწრაფიშვილის თავურის მერე „დინამოს“ კარი ძელმა იხსნა. 25-ე წუთზე თბილისელებმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგეს და სწრაფი შეტევის შედეგად ალთუნაშვილმა პრიეტოს კარი დალაშქრა. ჭიაბრიშვილის შეგირდები ორმა გაშვებულმა გოლმა არ გატეხა, მეტოქის ნახევარზე აიწიეს, შანსიც მიეცათ, მაგრამ მალის გატანა კუპატაძემ არ დაანება. 39-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე აზაცკიმ მეტოქეს აჯობა და ამჯერად ხარიხამ ბათუმელები იხსნა. თუმცა ტეიდმა შესვენებაზე გასვლის წინ მესამე გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.
შესვენებაზე ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე გავიდა, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, გულთბილად დაემშვიდობა, მათ კი ოვაციებით „ნაპოლიში“ გააცილეს.
მეორე ტაიმი თბილისის „დინამომ“ აქტიურად დაიწყო. შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ ანგარიში შეამცირა, პირისპირ გასულ ბილენკის მეკარემ არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში დავითაშვილმა მეოთხე გოლი გაუტანა პრიეტოს და ბათუმელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ამ გამარჯვების შედეგად გეგუჩაძის გუნდმა უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 9 ქულით ჩამოიტოვა და „სლოვანთან“ დაპირისპირების წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 4:1
გოლები: 1:0 ფლამარიონი (17), 2:0 ალთუნაშვილი (25), 3:0 ტეიდი (43), 3:1 სხირტლაძე (59)
დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, ჩაბრაძე (გაფრინდაშვილი 62), კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 81), ტეიდი (ფალავანდიშვილი 75), მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური (რადინი 62), ფლამარიონი (ვაწაძე 81)
დინამო (თბ) (4-2-3-1): პრიეტო, ხარაბაძე (ანტილევსკი 80), კალანდაძე (ხვადაგიანი 46), ბენიო, მალი, მოისწრაფიშვილი (სხირტლაძე 46), მექვაბიშვილი (კ), კამარა (ჩხეტიანი 65), ბარნსი, კირკიტაძე, ბილენკი (გაბედავა 73)
ბათუმი ერთ-ერთ აკვანია ქართული ფეზბურთის და ძალიან მიხარია მისი გამარჯვებები, როგორც წინა საუკუნის დასაწყისში ჩაისახა და დაიწყო ქართული ფეხბურთის განვითარება და აღორძინება შავი ზღვისპირეთიდან და მათ შორის ბათუმიდან, ახლაც განმეორდება ისტორია და იმედი ვიქონიოთ, რომ ბათუმელების წარმატებები აღმოსავლეთშიც გადმოვა და მთლიანად ქართული ფეხბურთი დაიბრუნებს თავის ადგილს ევროპაშიც და მსოფლიოშიც.
17-18 წელი კლუბს ბაზა არ ქონია საწვრთნელი და რომელ აღზდილ ფეხბურთელზე ვისაუბრო პლუს მაშინაც მთავრობა გვაიძულებდა ტრაკტორებიდან რომ გვეყურებინა თამაშს.და ჩვენ არ ვითხოვდით ამდენი ხნის განმავლობაში სტადიონს ხო?ბიუჯეტი მთავრობას არ ეკუთვნის ეს ალბად არ იცი.პლუს ფიფიამ ააშენა დინამო არენა შენი თქმით.. კიდევ ტელევიზია და მედიის დამსახურებაა ქომაგები რომ მივდივართ სტადიონზე და არა პირიქიდ?! და მაინც ვერ გამიგია რა გინდოდა გეთქვა ცუდი რა დაინახე?ალბათ ის ყველა მწვრთნელს და ფეხბურთელს აქ მუშაობა რომ სურს?..
თქვენ მიდით უქომაგეთ თქვენს გუნდს სისტემატიურად და როცა შედეგს ვერ მიაღწევთ ჩვენ ავიღებთ ბათუმის გულშემატკივრები ჩვენს თავზე არაშედეგიანობას..
50 კაცი დადის 50 000 სტადიონზე და რას ითხოვთ ამ დროს კლუბისგან?
დინამო თბილისის პრობლემებს და წარუმატებლობის მიზეზს ჩვენთან ნუ ეძებ ჯერ საკუთარ თავს დაუსვით კითხვა იქნებ არ ქომაგობაა ამ ყველაფრის მიზეზი...
2 კვირაში ერთხელ არის დინამოს თამაში და 1,5 მილიონიან ქალაქში 50-100 კაცია ერთგული ქომაგი ვინც მიდის მოედანზე ამაზე დაფიქრდი და დააფიქრე დინამო თბილისის გულშემატკივრები თუ ნამდვილად გსურს დედაქალაქშიც იგივე და უკეთესი ატმოსფეროს შექმნა..
კადრებში კაგად ჩანს თუ როგორ დავდივართ ოჯახობით საგულშემატკივროდ,უკეთესია ეგ დაინახო არარეალური მიზეზების დანახვას..
პ.ს. არ არის საჭირო ცხვირის აწევა ევროზე მატჩის წინ, არც უაზრო მოლოდინები. არ გაკრიტიკებთ, ვამბობ როგორც მოყვარე, დინამოსთან პირველი ორი გოლო 100-დან 1-2 გადის. ქუთაისთანაც გნახეთ, მიუხედავად ანგარიშისა ქუთაისი წაგებას არ იმსახურებდა, თავიდან. მოკლედ, თუ პირველ გოლი ვერ გაგაქვთ, მერე რა ხდება? ამას ვაისიც ხომ დაინახავს.