გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს, - ამის შესახებ კლუბი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ჩვენს გუნდს 47 წლის გია ცეცაძე გაწვრთნის.

გია ცეცაძე - დაიბადა: 1974 წლის 3 სექტემბერს თბილისში.

სამწვრთნელო კარიერა: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები (თანაშემწე), საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (თანაშემწე), "დილა", გორი (მთავარი მწვრთნელი), საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი), "ლოკომოტივი", თბილისი (მთავარი მწვრთნელი), საქართველოს ეროვნული ნაკრები (თანაშემწე), "სამტრედია" (მთავარი მწვრთნელი), "საბურთალო", თბილისი (მთავარი მწვრთნელი), "ლვოვი", უკრაინა
(მთავარი მწვრთნელი), "ტორპედო", ქუთაისი (მთავარი მწვრთნელი).

ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი (2016 "სამტრედია"), საქართველოს სუპერთასი (2017 "სამტრედია)
ფეხბედნიერი იყოს, ბატონო გია, თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები თქვენს გუნდთან ერთად".

მკითხველის კომენტარები / 13 /
აბა, დაერხა თელავს
შიშველი სიმართლე
10:03 18-07-2022
0
ასეთი უვიცი მწვრთნელი ჯერ არ მინახავს,საბურთალოდან გამოაგდეს,უკრაინაში ყველა თამაში წააგო და გამოუშვეს,ნაკრებში ფურთხება დაიწყო და გამოაგდეს,სამტრედია გააგდო უმაღლესი ლიგიდან,ტორპედოში მივიდა და გამოაპარეს გულშემატკივრებისგან დაიცვეს,აი მოკლე სივი ცეცაძესი.ჩათვალეთ გავარდნილია თელავი წელს
თორღვა
15:08 18-07-2022
2

სიახლეები პოპულარული