ნახევარმცველი მერაბ გიგაური, რომელიც 2019 წლიდან აზერბაიჯანულ "გაბალასა" და "კეშლაში" თამაშობდა, "ტორპედოში" დაბრუნდა, - ამის შესახებ ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:
"29 წლის ნახევარმცველი მერაბ გიგაური "ტორპედოში" დაბრუნდა და გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება. ის 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.
მერაბი წლების განმავლობაში ირიცხებოდა "ტორპედოს" შემადგენლობაში. მან 157 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 7 გოლი და 10 საგოლე პასითაც დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი".