"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი რომან ჭანტურია ეროვნული ლიგის ჩემპიონი გუნდის ფანთა ჯგუფ "პირატების" განცხადებას ეხმაურება.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის "დილას" ფეხბურთელი პაატა ღუდუშაური "დინამოში" გადავიდა, რასაც "პირატების" უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ღუდუშაური წარსულში გარიგებულ თამაშებშია ეჭვმიტანილი.

"პაატა უწესიერესი ბიჭია, თავმდაბალი და თავის საქმის პროფესიონალი. არასდროს მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია! მან იწვალა თითქმის 2 წელი და თავის სიმართლე სასამართლოს გადაწყვეტილებითაც კი ნათელია (ისე პროფესიული ფეხბურთში არავინ დაბრუნდებდა როგორც სხვები არ დააბრუნეს თუნდაც).

პირატებო დიდ პატივს გცემთ, ჩემი თქვენ სამი
დამოკიდებულება იცით, მაგრამ სანამ ამ ბიჭს განსჯით მანამდე კარგად გაიცანით და მიხვდებით ჩემს სიტყვებს სიმართლეში. წარმატებები მუდამ თქვენი გულშემატკივარი ჭანტურა." - ამბობს რომან ჭანტურია. 

აქვე კიდევ ერთხელ გაგაცნობთ განცხადებას, რომელიც "პირატებმა" გამოაქვეყნეს:

"გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ, რომ ბათუმის "დინამოს" სურვილი აქვს, პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის.

ასევე, გუშინდელ "მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განხადებას."

altმატჩების მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ ფეხბურთელს აქ არავინ ელის - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრების განცხადება

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს პირატები გუნდის ფანებზე უფრო ბერიძის და გეგუჩაძის პირადი ფანებია.გეგუჩაძის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო,მის გადადგომას მოითხოვდნენ,მაგრამ ამ ე.წ. ფანების ლიდერები გუნდის სტრუქტურაში არიან დასაქმებულები და ხელფასებსაც იღებენ.და ერთიც უნდა ვუთხრა ამ ფანებს.უკრაინის მხარდასაჭერ ბანერებს რომ გადმოფენთ,ჯერ ეგ რუსული სახელი გადაირქვით.ბევრმა თქვენთაგანმა არც იცის რომ პირატები რუსული სიტყვაა და ქართულად მეკობრეებს ნიშნავს.რუსეთი ოკუპანტია.დიდება საქართველოს.
zaza
16:30 23-07-2022
16
უწესიერესი ქალბატონი იყო გორის მერიის ბუღალტერი, მაგრამ - ნახევარი მილიონი ტოტალიზატორში ჰქონდა გადარიცხული ))
კაი ერთი
15:03 23-07-2022
3

სიახლეები პოპულარული