ლაზარე კუპატაძე ბათუმის "დინამოს" დატოვებას ეხმაურება

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, ლაზარე კუპატაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას აღარ დაიცავს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქომაგებში ვნებათაღელვა მოჰყვა. ინფორმაცია ლაზარემაც დაადასტურა და "ფეისბუქის" საშუალებით განცხადება გააკეთა.

"მოგესალმებით. ოფიციალურად დღეიდან, ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი აღარ ვარ.
ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა.
მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე ამ გუნდში ყოფნისას მივიღე, არასდროს დამავიწყდება. მადლობა Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club და ყველა გულშემატკივარს
სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფეიქ სახის ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს
შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე, ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრად.
მიყვარხართ და მადლობა საოცარი ემოციებისთვის, კიდევ შევხვდებით".

შეგახსენებთ, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

altბათუმის "დინამო" სასტარტო მეკარის გარეშე დარჩა - კუპატაძე და "სლოვანი" ისევ აქტუალურია?

მკითხველის კომენტარები / 14 /
დინამოს სპორტული დირექტორი რა მაგრა მუშაობსო და რა არის მაგარი მუშაობა ვერ ვიგებ. მოიყვანა გრიცურეკი არაფრის მაქნისი, მოიყვანა, სანოგო არაფრის მაქნისი, მოიყვანა ყაზახეთის ლიგიდან გავარდნილი გუნდიდან დენკოვიჩი არაფრის მაქნისი, მოიყვანა ფრინპონგი ტურისტად, ქართველი ფეხბურთელის მოყვანას კიდევ რა უნდა მთავარია 500 ლარით მეტი მიეცი ხელფასი, მაგათ ხო არ აინტერესებთ გუნდის პროექტი? ან ითამაშებენ თუ არა? სამაგიეროდ არ მოიყვანა კვირკველია და გაუშვეს კუპატაძე თურმე მწვრთნელის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. როგორც თვითონ კუპატაძემ თქვა. კაია ესე გააგრძელეთ ესეთი მუშაობით ლიგის ჯგუფში კი არა ლიგას მოიგებთ.
baba
16:50 25-07-2022
1
ჩემი აზრით, გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილებაში ბევრად ღრმა შინაარსია, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. მანდ სხვა რაღაც მოხდა აშკარად. დაუჯერებელია, რომ უბრალოდ გოლების გაშვების გამო გაათავისუფლეს გუნდიდან. სავარაუდოდ სხვა რაღაცაზე აქვთ ეჭვები. ამიტომ განმარტება უნდა გაკეთდეს ოფიციალური, თორე დიდი ლანძღვის ნიაღვარია მიმართული გუნდის ხელმძღვანელობაზე!
შერლოკ ჰოლმსის მეზობელი
16:18 25-07-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული