ბათუმის "დინამო" სასტარტო მეკარის გარეშე დარჩა - კუპატაძე და "სლოვანი" ისევ აქტუალურია?

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მეკარე ლაზარე კუპატაძემ კლუბი ორმხრივი შეთანხმებით დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმური კლუბი ავრცელებს.

26 წლის კუპატაძე ბათუმელთა რიგებში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გამოდიოდა, მანამდე კი "საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.

საქართველოს ნაკრების მეკარე ბრატისლავის "სლოვანთან" განმეორებით დაპირისპირებამდე სწორედ ვლადიმირ ვაისის გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ამის შესახებ საუბარი აღარ გაგრძელებულა. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრის ბოლოს ბათუმელთა კიპერმა სერიოზული შეცდომა დაუშვა.

28 ივლისს, როცა ბათუმის "დინამო" პოლონურ "ლეხს" საპასუხო მატჩში უმასპინძლებს, გუნდის კარს მიხეილ ალავიძე დაიცავს.

altბათუმი ამას არ იმსახურებდა -

როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?
მკითხველის კომენტარები / 17 /
რა იყო, შვილო, გეწყინა რაც დავწერე? ამიტომ არ ბეჭდავ ჩემ კომენტარს? მთავარია მომავლისთვის გაითავისე, ნუ გაწირავ ადამიანს მასეთი ანალიზით, ნურც სპორტში, ნურც ცხოვრებაში, ამით ნაცებს ემსგავსები. და მეორე. ჩემი კომენტარი არ იყო შენი და ტელეკომენტატორების საწინააღმდეგო, ის იყო ლაზარეს მხარდასაჭერად! შენ კი ესეც წაართვი, მართლაც რომ კარგ ბიჭს, კარგ მეკარეს.
alexandre
09:58 26-07-2022
1
კიდევ ვინ გაყიდა თამაში?
erisi
01:31 26-07-2022
0

სიახლეები პოპულარული