თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში ვერ ითამაშებს და კარიერის გაგრძელება მხოლოდ საზღვარგარეთ შეუძლია

AutoSharing Option
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, Sportall.ge-მ გაარკვია, რომ გიორგი მოისწრაფიშვილი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში რჩება და იქედან გამომდინარე, რომ ეროვნულ ლიგაში კონტრაქტიანი ფეხბურთელის რეგისტრაციის თარიღი საქართველოში 20 ივლისამდეა, ნახევარმცველი კარიერის გაგრძელებას მხოლოდ საზღვარგარეთ შეძლებს.

20 წლის (21-ის სექტემბერში გახდება) მოისწრაფიშვილს მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 3 გოლი და 5 შედეგიანი პასი აქვს. ის თბილისელთა რიგებში 2 სეზონის განმავლობაში თამაშობს, მანამდე კი "თელავის" ღირსებას იცავდა.

თბილისიდან პირდაპირ ბათუმის "დინამოში" დღევანდელი შემადგენლობიდან ირაკლი აზაროვი, გიორგი ზარია და მილან რადინი ჩაირიცხნენ, მოისწრაფიშვილი კი, თუკი ტრანსფერი განხორციელდებოდა, მე-4
ფეხბურთელი იქნებოდა.

ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს განახლდება. ამ დღეს, 21-ე ტურში, თბილისის "დინამო" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს, მეორე დღეს კი გათამაშების ლიდერი ბათუმის "დინამო" გორის "დილას" ესტუმრება.

alt"დინამოდან" წასული კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 15 /
ფაქტია თბილისის დინამოს აკადემია მაგრად მუშაობს, იქნებ ბათუმის დინამომაც იზრუნოს ამ საკითხზე, სხვის ფეხბურთელებს რომ დასდევს. რაც უფრო ბევრ კარგ ახალგაზრდას აღმოვაჩენთ საქართველოში, მით უფრო წინ წაიწევს ქართული ფეხბურთი
anti
13:10 03-08-2022
2
მე სამტრედიაში და ეს ბათუმში უნდა თამაშობდეს? :((
მელქისედეკ ცვალე
11:45 03-08-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული