თბილისის "დინამომ" "სიონი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „სიონი“ 3:1 დაამარცხა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში სტუმრები ორჯერ ძელმა, სამჯერ კი მეკარე ისიანმა იხსნა. შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესული მოისწრაფიშვილის კუთხურიდან ჩახვეული ბურთი ისევ ისიანმა მოიგერია, ცოტა ხანში მან კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. 66-ე წუთზე კი მოისწრაფიშვილმა „დინამო“ დააწინაურა. თუმცა, ჭიაბრიშვილის გუნდის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბექაურმა მეურვეს დაასწრო და სადებიუტო გოლით ანგარიში თავურით გაათანაბრა. „დინამომ“ ისევ დიდი ძალებით შეუტია, მუხლით კამარას დარტყმული
ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო შორიდან გაბედავამ კარვალიოსგან რიკოშეტით გაიტანა. მერე ლამაზი კომბინცია კამარამ დააგვირგვინა და მატჩის ბედიც გადაწყდა.

თბილისის „დინამო“ 41 ქულით მეორე ადგილზეა და 20 აგვისტოს „დილას“ უმასპინძლებს, 21 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი „სიონი“ კი „სამგურალს“ მიიღებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - სიონი 3:1
გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (65), 1:1 ბექაური (70), 2:1 გაბედავა (77), 3:1 კამარა (82)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე ცოტახნით ასე ორი სამი თვე თუ არ დაწერთ ეროვნულ ჩემპიონატზე სტატიას ძალიან მესიამოვნება იმდენად ვარ გამწარებული ევროტურნირებისგან
რაბუ
10:30 14-08-2022
1
რა დიდი ამბავი მომხდარა.
maxo
01:31 14-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული