სენსაცია - "სამგურალმა" ჩემპიონი გაანადგურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში „სამგურალმა“ სახლში ბათუმის „დინამო“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა ჩინებული მატჩი ჩაატარეს და ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ შეცვლაზე შესულმა სტრელნიკმა კომპენსირებულ დროში ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდმა ერთ შეხვედრაში სამი გოლი 2019 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

ბათუმის „დინამო“ 57 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 4 ქულით უსწრებს და 10 სექტემბერს „გაგრას“ უმასპინძლებს, 42 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი „სამგურალი“ კი იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ შეხვდება.

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - დინამო (ბთ) 3:0

გოლები: 1:0 ჩიხლაძე (9), 2:0 ჯერალდო (30), 3:0 ბაშელეიშვილი (68)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბათუმის მენეჯმენტი ფსკერზე დაეშვა. გუნდი ფაქტიურად დეგრადირდა, უამბიციო კანტორად გადაიქცა
ბათუმი
06 სექტემბერი 2022 22:22
0
სენსაცია ეგ კი არაა რომ წავაგეთ არამედ ის რომ ამ მკვდარი მწვრთნელით კიდევ პირველზე ვართ)
აჭარელი
06 სექტემბერი 2022 18:37
2
99% თბილისის დინამო ჩემპიონი გახდება
რიკი
06 სექტემბერი 2022 18:57
3
ეგ არაფერი მთავარია ვაწაძით ,,გავძლიერდით,, და გეგუჩაძე გვყავს)
გიუშა
06 სექტემბერი 2022 18:35
3
სენსაცია კი არა ტრაგედიაა, დაბალი დონის ჩემპიონატი რომ გვაქვს და რამდენიმე ფეხბურთელზე რომ არის გუნდი დამოკიდებული
nika
06 სექტემბერი 2022 22:42
1
კვარაცხელია,აზაროვი,დავითაშვილი და გაფრინდაშვილი და შედეგებიც გაფრინდაა :)
ლევანი ყაველაშვილი
06 სექტემბერი 2022 21:18
0
დროა გეგუჩაძე პენსიაზე გაუშვას დინამო ბათუმა ამოწურა კაცმა თავი ვსო !!!
666=911
06 სექტემბერი 2022 19:41
2
Kobaxizee rogyavs dacvashi 3kiara 5gaushvebs.
Fenomeni
06 სექტემბერი 2022 19:06
0
ბერიძე ან გეგუჩაძე მოაშორე ან შენ წადი და შეგვეშვი
batumi
06 სექტემბერი 2022 21:21
3
ფიფიას გაასწარი უკვე ტყუილებში
beridzes
06 სექტემბერი 2022 21:15
2

სიახლეები პოპულარული