მასპინძლებმა ჩინებული მატჩი ჩაატარეს და ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ შეცვლაზე შესულმა სტრელნიკმა კომპენსირებულ დროში ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდმა ერთ შეხვედრაში სამი გოლი 2019 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.
ბათუმის „დინამო“ 57 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ თბილისის „დინამოს“ 4 ქულით უსწრებს და 10 სექტემბერს „გაგრას“ უმასპინძლებს, 42 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი „სამგურალი“ კი იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ შეხვდება.
წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - დინამო (ბთ) 3:0
გოლები: 1:0 ჩიხლაძე (9), 2:0 ჯერალდო (30), 3:0 ბაშელეიშვილი (68)