"ტორპედო" სრული სვლით - ვინ შეაჩერებს ქუთაისურ გუნდს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შესანიშნავ ფორმაში მყოფმა „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში სტუმრად „სიონი“ 3:0 დაამარცხა.

„ტორპედომ“ ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 40 ქულით მეოთხე ადგილზეა და 18 სექტემბერს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო 27 ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი „სიონი“ იმავე დღეს „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

ბოლნისი. „თამაზ სტეფანია“
სიონი - ტორპედო 0:3
გოლები: 0:1 ბუღრიძე (57), 0:2 კაბლიერო (68), 0:3 ტაბატაძე (90+1)
გაძევება: მესიაჩენკო (76, სიონი), ახვლედიანი (76, ტორპედო)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვინ შეაჩერებს ქუთაისურ გუნდს? ჰმ!? კლაკსვიკი, დანდალკი, ჰაიდე, შკრუპი, ბალკანი, ტობოლი, გაბალა - რავიცი მოვა ევროთასები და ვნახავთ ვინც მოგვიწევს ის - ისევე როგორც ყველა ქართულ ბოდიში მომითხოვია და "გუნდს". მანამდე გაერთეთ ორღობეში ბურთაობით.
იბერია
21:26 10-09-2022
11
ეს სტადიონი გადაეცით აგრონომებს ახალ ჯიშებს თუ გამოიყვანენ მაქ თორემ მინდორზე ბურთი ისე დახტუნავდა ფეხბურთია კი არა პინგპონგი გეგონებოდა. და ბრავო მაინც ტორპედოს რომ გაიმარჯვა თან დიდი ანგარიშით ასეთ ყანაში ამ პირობებში ასეთ ხისტ მოწინააღმდეგესთან რომელიც ისე "იჩეხებოდა" თითქოს რუსეთის ნაკრებს ეთამაშებოდნენ აბა ფეხბურთი მათ არ უთამაშიათ, ეს ტორპედოს ფსიქოლოგიურ და მენტალურ სიძლიერეზე მეტყველებს ჩხეტოს მენტორობით რაც შემდგომში დიდი გამარჯვებების უმთავრესი საწინდარია. ახვლედა გაგვიძევეს ორმა ფეხბურთელმა ტრამვა მიიღო მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ რომ ზესტაფონში ბათუმს ქულებს ავართმევთ მინიმუმ ერთს. წარმატებები ტორპედო.
Dyablo
21:11 10-09-2022
2

სიახლეები პოპულარული