თბილისის „დინამომ“ სტუმრად 2:0 სძლია „სიონს“, 66 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარს ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით გაექცა, რომელიც დღეს „დილას“ უმასპინძლებს და ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.
ბოლნისი. „თამაზ სტეფანია“
სიონი - დინამო 0:2
გოლები: 0:1 სხირტლაძე (75), 0:2 გაბედავა (85)
გაძევება: გელაშვილი (36, სიონი)
ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
ტორპედო - საბურთალო 1:1
გოლები: 1:0 სანდოხაძე (39), 1:1 ტაბატაძე (45+3)