თბილისის "დინამომ" ლიდერობა განიმტკიცა - "ტორპედო" და "საბურთალო" დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ორი მატჩი გაიმართა.

თბილისის „დინამომ“ სტუმრად 2:0 სძლია „სიონს“, 66 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარს ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით გაექცა, რომელიც დღეს „დილას“ უმასპინძლებს და ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.

ბოლნისი. „თამაზ სტეფანია“
სიონი - დინამო 0:2
გოლები: 0:1 სხირტლაძე (75), 0:2 გაბედავა (85)
გაძევება: გელაშვილი (36, სიონი)

„ტორპედოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“
ტორპედო - საბურთალო 1:1
გოლები: 1:0 სანდოხაძე (39), 1:1 ტაბატაძე (45+3)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული