დრამა გორში - გამოუყენებელი პენალტი, ორი გოლი კომპენსირებულ დროში და თბილისის "დინამოს" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ორი მატჩი გაიმართა.

თბილისის „დინამომ“ გასვლაზე „დილას“ 3:2 სძლია.

შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, უპირტესობას მასპინძლები ფლობდნენ და გომისმა დააწინაურა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი კამარამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ ცოტა ხანი თამაში გათანაბრდა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ისევ შეუტიეს და გომისის ჩაწოდებული ბურთი კობოურმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 89-ე წუთზე დედაქალაქელთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა სილვას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კომპენსირებულ დროში მოისწრაფიშვილმა დალაშქრა კანევცევის კარი, ბოლოს კირკიტაძემ სწრაფი კონტრშეტევისას ცარიელი კარის წინ
პასი იმრანს გაუკეთა და მან სტუმრებს გამარჯვება მოუპოვა - შეიძლება ითქვას, ცოტა არალოგიკური.

თბილისის „დინამო“ 69 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ ბათუმის „დინამოს“ 2 ქულით უსწრებს და 29 ოქტომბერს „საბურთალოს“ უმასპინძლებს, ხოლო „დილა“ 46 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა და 30 ოქტომბერს ბოლნისში „სიონს“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (თბ) 2:3
გოლები: 1:0 გომისი (35), 1:1 კამარა (45+7, პენ), 2:1 კობოური (75, საკ. კარში), 2:2 მოისწრაფიშვილი (90+2), 2:3 იმრანი (90+4)
გამოუყენებელი პენალტი: სილვა (89, დილა)

საგურამოში „ლოკომოტივისა“ და „ტორპედოს“ შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მაგ სიმართლით იარეთ ამ თამაშის "გამკეთებლებმა"!
ბათუმელი ექსპერტი
21:13 22-10-2022
12
კი გავლენ, თუ ფარერები არ შეხვდათ.
დიმა
20:40 22-10-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული