"მივდივარ ვარჯიშზე და გეგუჩაძე მეუბნება..." - ლაზარე კუპატაძემ ბათუმის "დინამოდან" წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა

AutoSharing Option
Crystalsport-ის Youtube-არხზე საგოლე გადაცემის სტუმარი ლაზარე კუპატაძე გახლდათ, რომელმაც ბათუმის "დინამოდან" წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა.

"ჩვეულებრივი სავარჯიშო დღე იყო "ლეხის" თამაშის მერე და ვარჯიშზე მივედი. შევხვდი გია გეგუჩაძეს და მეუბნება, ძალიან მადლიერები ვართ, მაგრამ ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთო.

მადლობა ვუთხარი და პატივი ვეცი მის გადაწყვეტილებას, რადგან ის ჩვენი მთავარი მწვრთნელი იყო, თანაც "დინამოში" ძალიან კარგი პერიოდი გავატარე.

ის 1,5 წელი, რაც მანდ ვიყავი, შეიძლება მთელი ცხოვრება გამყვეს. გიამ მითხრა, ჩვენი ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთსო, ჩამოვართვი ხელი და წამოვედი...მერე გუნდის პრეზიდენტ აჩიკო ბერიძესაც
შევხვდი და ერთმანეთს ძალიან თბილად დავემშვიდობეთ", - ამბობს კუპატაძე.
მკითხველის კომენტარები / 29 /
რაც არ უნდა იყოს, ასე არ უნდა მოისროლო ეროვნული ნაკრების წევრი...
კოსტა
15:56 12-11-2022
1
შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ რა დონეზეცაა უერთიერთობა ჩვენს ჩემპიონატში მოღვაწე მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის, ის შედეგია დადებული. რა ნათქვამია "ჩვენი ხედვები ერთმანეთს არ ემთხვევა"? ასეთი საუბარი სპორტულ დირექტორსა და მწვრთნელს შორის შეიძლება გამიმართოს, მენეჯმენტშია ორივე ჩართული და სტარტეგიული რგოლია. რა საერთო ხედვები უნდა ჰქონდეთ მწვრთნელს და მოთამაშეს, რა კლოუნადაა, პრინციპები რომ ეთქვა კიდევ გაიგებდა კაცი
ანესთეზეოლოგი
10:11 12-11-2022
2

სიახლეები პოპულარული