თბილისის "დინამო" მეცხრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტური გაიმართა. გათამაშების გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მე-19-ედ იზეიმა.

დინამო თბილისი პირველად 1990 წელს გახდა ჩემპიონი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლად გასვლის პირველივე სეზონში. აი, მათი საჩემპიონო სეზონები: 1990, 1991, 1991/92, 1992/93. 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 2002/03, 2004/05, 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019, 2020, 2022.

მატჩი თავიდანვე თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და 28-ე წუთზე ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა.

მეორე ნახევარში იმრანმა ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა და
ანგარიში გაზარდა, თუმცა "გაგრამ" ბოლომდე იბრძოლა და 73-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

ამგვარად, "დინამო" 80 ქულით ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მათმა უახლოესმა მდევარმა ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ევროტურნირზე რო არ ითამაშოს და ისე გავიხაროთ ჩემპიონობით არა?
ზურა
03 დეკემბერი 2022 16:03
1
დაიწყო ბათუმელი ე.წ გულშემატკივრების წყევლა :D :D :D ინსტაგრამზე ვიღაცამ ორღობის დედაკაცივით შესძახა - არ შეგრგებოდეთო :D
: )))))))
03 დეკემბერი 2022 15:56
2
პატივცემულო, დინამოს სიყვარულში თუ მეჯიბრები, ეგ აქ რა შუაშია, ვერ ვხვდები. ჩემპიონობას რას შეეხება, რა დონეც არის ჩემპიონატში, იქ გაიმარჯვა და ბათუმელთა ბოღმა უადგილოა თუნდაც იმიტომ , რომ წარუმატებლობა მარტო თავიანთი ბრალია. ამ ხალხს ის ვერ გაუგია, რომ დინამოს ლანძღვით მათ არაფერი და ვერაფერი შეემატებათ. თუ თბილისელი ხარ, დარწმუნებული ვარ, ბათუმის ჩემპიონობას მათი ლანძღვით და წყევლით არ შეხვედრიხარ, ისევე როგორც მე და კიდევ საკმაოდ ბევრი
: )))))))
04 დეკემბერი 2022 13:37
0
თბილისელი ვარ და შენზე ნაკლებად არ მიყვარს დინამო მაგრამ ესეთ ჩემპიონობას ჯობია უმედლოდ ყოფილიყო,გავა ევროტურნირზე და გაურკვეველი წარმოშობის გუნდი ისე გიხმარს ფეხბურთს შეგაზიზღებს,ქართველ ფეხბურთელებს ეს სენი ჭირთ,ჯერ უნდა ასწავლო საკუთარი ქვეყნის სიყვარული,პატრიოტიზმი,შენი მოსახლეობის პატივისცემა და მერე უნდა იყო ფეხბურთელი,6 ბურთს რომ გაუშვებ და სახეზე ღიმილი რომ გაკერია და მოედნიდან ისე გამოდიხარ ყველაფერი ხარ ფეხბურთელის გარდა,ქუთაისმა როგორ დაიწყო და როგორ დაამთავრა ჩემპიონატი ესეთი მონდომებით უნდა თამაშობდეს ჩვენი გუნდები.
:))))))ს
03 დეკემბერი 2022 16:57
2

სიახლეები პოპულარული