თბილისის "დინამო" მეცხრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტური გაიმართა. გათამაშების გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა "გაგრა" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობა მე-19-ედ იზეიმა.

დინამო თბილისი პირველად 1990 წელს გახდა ჩემპიონი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლად გასვლის პირველივე სეზონში. აი, მათი საჩემპიონო სეზონები: 1990, 1991, 1991/92, 1992/93. 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 2002/03, 2004/05, 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019, 2020, 2022.

მატჩი თავიდანვე თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და 28-ე წუთზე ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა.

მეორე ნახევარში იმრანმა ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა და
ანგარიში გაზარდა, თუმცა "გაგრამ" ბოლომდე იბრძოლა და 73-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

ამგვარად, "დინამო" 80 ქულით ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მათმა უახლოესმა მდევარმა ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
პლეიოფში სამტრედია გაგრა სიონი ბოლნისი სპაერი თბილისი
vova
03 დეკემბერი 2022 18:28
1
პირველი 10 არ იᲗვლება.. ერᲗი გუნდი იყო მაᲨᲘნ.. Ანუ 9 გზის Ჩემპიონია. ვოლოცავ!
გრიᲨო
04 დეკემბერი 2022 00:03
1

სიახლეები პოპულარული