რაშია ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა? - სირთულეებზე მუდმივად საუბარი!..

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა მალე განახლდება და ძალიან შორს არც ზაფხულია, როცა ქართული კლუბები ევროტურნირებში ჩაერთვებიან. პრობლემებზე საუბარი და მისი განხილვა მუდმივად უნდა ხდებოდეს და არა წარუმატებლობისა თუ მარცხის შემდეგ. ახალგაზრდა ქართველმა სპეციალისტმა გიორგი მიქაძემ, რომელიც ბოლოს წყალტუბოს "სამგურალს" წვრთნიდა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საინტერესოდ ისაუბრა:

Sportall.Ge

"წარმატების მისაღწევად დიდი ფულია საჭირო, რაც ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისთვის პრობლემაა. "სამგურალის" ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი, ფეხბურთელებთან ერთის ნაცვლად, რამდენიმეწლიანი ხელშეკრულებები გაგვეფორმებინა. დიდი საქმეები ერთ და ორ წელიწადში არ კეთდება. 

"სამგურალში" მყავდა კარგი მოთამაშე ლუქმან გილმორი, რომელიც სწორედ ხელფასის
გამო ვერ შევინარჩუნეთ. მან მითხრა, აფრიკიდან ჩემი თანხით ჩამოვედი, ავტომანქანაც არ შემიძენია და ფინანსები ჩემთვის ბევრს ნიშნავსო. ის კარგი ბიჭია, ქართულიც ისწავლა, თუმცა ლატვიაში უკეთესი პირობები შესთავაზეს და კარიერა "ლიეპაიაში" განაგრძო...

Sportall.Ge

ზოგადად, ჩემთან მუშაობით ფეხბურთელებმა პროგრესი აჩვენეს და მათ მოთხოვნილებები გაეზარდათ."

შეგახსენებთ, ქართული კლუბები ამჟამად მოსამზადებელ ეტაპს გადიან, ეროვნული ლიგა კი თებერვლის ბოლოს განახლდება.

altსაქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს

altსაქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვერ დავეთანხმები აქ დაწერილ კომენტარებს. სად არის და აქ არის ფინანსებიც, ფულიც. მე არ დავწერ პიროვნებებს და არც ფირმებს, ვისაც შეუძლიათ გუნდის მოვლა პატრონობა. თქვენ ასეთები არავინ იცით და არც კომპანიებია? საინტერესოა ჩვენ ბიუჯეტზე დაბალ ქვეყანა სომხეთმა როგორ გაგვასწრო საკლუბო დონეზე? ხელფასი რა თქმა უნდა ისეთი ვერ იქნებოდა როგორიც ევროპის ქვეყნებშია, მაგრამ აქედან ასე არ გაიქცეოდნენ. ფეხბურთში გარემო უნდა იყოს ისეთი რომ იმ პიროვნებებმა და კომპანიებმა მოინდომუნ ფულის ჩადება. მათ უნდა დაინახონ რომ ფეხბურთი ბიზნესია და არა ვიღაცის ბოსტანი. ფეხბურთი მარტო გუნდები და ფეხბურთელები არ არის. მის გარშემოც უნდა იყოს კარგი გარემო. საქართველოში კი არ არის ის გარემო და არც არავის აინტერესებს. ორჯერ აქ სპორტალზე დამიბლოკეთ და აღარ დავწერ სტადიონების აშენებაზე ვითომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. ეს მოჩვენებითია და ყველანიც თავს ვიტყუებთ, მათ შორის ყველაზე მეტად თქვენ ჟურანისტები. შემდეგ ფეხბყრთის გადარჩენაზე წერთ სტატიას. მინდა კიდევ ერთხელ მოვიგონო ის ფაქტიც რომელიც კოკაიას და ზესტაფონს დაემართათ. კოკაია როგორც პიროვნება წარმოდგენაც არ მაქვს ვინ იყო, მაგრამ ფეხბურთზე უზომოთ შეყვარებული რომ იყო და თავისი მაქსიმუმი რომ დადო ფეხბურთში ეს კი ვიცი. დაუფასეთ ჩვენ ვინმემ იმ კარგ კაცს? ხოდა თქვენ თან გმირი გინდათ ფეხბურთში თავის ფულით მოვიდეს და თან ცხვრათ გინდათ თავი შესწიროს? ახლა კობიაშვილს რომ არავინ მოწინააღმდეგე არ ყავს და ისევ პრეზიდენტი იქნება ეს ააშენებს ჩვენ ფეხბურთს? რა მოხდა და როგორ გახდა პრეზიდენტი ეს ვინმეს დაავიწყდა? მე პიროვნულათ მტერი არ ვარ მისი. კობი ჩემთვის ძალიან ღირსეული ფეხბურთელი იყო და მეამაყებოდა როგორც ფეხბურთელი. მაგრამ ეს გარემოება არ მომწონ და ვისაც მოსწონს, შემომივარდება და დამიწერს ადრე ნაცების დროს უკეთესი იყო? არ ბატონო არაა. მაგრამ მე უკეთესი მინდა და აბა რაღატო წერთ რამეს თუ სიმართლე ყველას გკიდიათ?
G.LA
14:31 23-01-2023
0
კრიტიკული ჯურნალისტიკის არქონაში.არმცოდნე მენეჯერებში.ბავშობიდან პროფესიონალიზმის არ ჩამოყალიბებაში ბავშვთა სწორე ფიზიკურ აღზდაში, მედიცინის არქონა. ბავშვთა დონეზე ფიზიოთერაპია სოკოვანი დაავადებები და ასე შემდეგ. ბანძი მინდვრები რეკლამირება ფეხბურთის თანამედროვე ხედვები და კლუბებისგან მოკლე კონტრაკტები. ფეხბურთელების რეკლამირება ხო საერთოდ არაა მიდი-მოდი, გაუშვა სიონმა იყიდა ტორპედომ :))) კიდე უამრავი რამმ...... ფილოსოფიის არქონა კლუბებისგან დაბალი ინტენსივნობა სულ ჯარიმა კოტრიალი დაბალი ხარისხის ლეგიონერები კორუფცია უამრავი მაგალითია მაგისი ზუგდიდი ფოთი შუქურა ტორპედოში რაც მოხდა გამოძია ვინმემ გაეცა პასუხი ?
beqa
11:43 23-01-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული