"ტორპედო" კიდევ ორი ლეგიონერით გაძლიერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი ავრცელებს.
"ტორპედომ" 28 წლის პორტუგალიელ შემტევ ნახევარმცველ ალდაირ ნეტოს ერთწლიანი ხელშეკრულება გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმა. ის ბოლოს აზერბაიჯანის "შამახში" თამაშობდა.
ასევე ერთწლიანი კონტრაქტი გახანგრძლივების პერსპექტივით 24 წლის ნიგერიელ გარემარბ სანდეი ფალეიეს გაუფორმეს, რომელიც გასულ სეზონში ჩეხეთის "დუკლას" ღირსებას იცავდა. ფალეიემ თავისი ქვეყნის ნაკრებში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.