ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში თბილისის "დინამომ" "შუქურა" 2:1 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა კომპენსირებულ დროში გაიტანა.
თბილისის "დინამო" 16 ქულით ლიდერია, თუმცა თუ დღეს ბათუმის "დინამომ" "სამგურალს" სძლია, დედაქალაქურ გუნდს დაეწევა.
თბილისის "დინამო" 8 აპრილს "ტორპედოს" უმასპინძლებს, ხოლო "შუქურა", რომელიც 3 ქულით მეცხრე ადგილზეა, გასვლაზე "სამტრედიას" დაუპირისპირდება.
ბათუმი. "ჯონი ბაკურაძე - ანგისა"
შუქურა - დინამო (თბ) 1:2
გოლები: 1:0 აფხაზავა (2), 1:1 კობოური (32), 1:2 მარუშიჩი (90+5)