მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

თბილისში „ილია კოკაიაზე“ „გაგრასა“ და „დილას“ შეხვედრა 0:0 დასრულდა. 51-ე წუთზე „გაგრას“ ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა მიიჩნია, რომ მის წინააღმდეგ თამაშისას წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა ჯარიმა არ დანიშნეს. ოქრიაშვილმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააძევეს.

„სამგურალმა“ ზესტაფონში „საბურთალოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. წყალტუბოური გუნდიდან გოლები მეორე ტაიმში დავით მაისაშვილმა და გიორგი ნიქაბაძემ გაიტანეს. 90+1-ე წუთზე არბიტრმა დე
დაქალაქელთა მცველი გია ჩადუნელი გააძევა, რის შემდეგაც მისმა თანაგუნდელმა ლუკა სილაგაძემ ანგარიში შეამცირა.

შემდეგი ტური 12 და 13 აპრილს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ეხ, ოქრი ოქრი, პატარა თაობის მაგალითი უნდა იყო, რას ჰგავს ეს საქციელი, არგიხდება შენ! შენ ხომ უამრავი ბავშვი გიყურებს, იმედია მსგავსი რამ არგანმეორდება!
ჯიჯი
20:47 09-04-2023
2
სირცხვილია ოქრი!
ქომაგი
20:58 09-04-2023
3

სიახლეები პოპულარული