ბათუმის „დინამომ“ „შუქურა“ 3:1 დაამარცხა, 24 ქულით ლიდერია, უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 4 ქულით ჩამოიტოვა და 30 აპრილს რუსთავში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.
„შუქურა“ 6 ქულით მერვე პოზიციაზეა და 30 აპრილს წყალტუბოში „სამგურალს“ შეხვდება.
ბათუმი. „ჯონი ბაკურიძე - ანგისა“
შუქურა - დინამო (ბთ) 1:3
გოლები: 0:1 ფლამარიონი (38), 1:1 ფაცაცია (53, პენ), 1:2 ზარია (68), 1:3 კაპანაძე (82)
„სამგურალმა“ საკუთარ მოედანზე გიორგი ნიქაბაძის მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლით „გაგრას“ 1:0 მოუგო, ზედიზედ
მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და მესამე ადგილზე დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ნიქაბაძემ მე-19 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.