"ტორპედომ" მწვრთნელთან, კახა ჩხეტიანთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა", - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"ქუთაისის "ტორპედოს" მენეჯმენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კახაბერ ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა.
"ტორპედო" მადლობას უხდის მას გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება "ტორპედოს" ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია".
12 ტურის შემდეგ "ტორპედო" ჩემპიონატზე 19 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჯერ უცნობია ვინ გაწვრთნის გუნდს.