მინასიანის ნაცვლად "თელავის" მწვრთნელად მიქაძე დანიშნეს

AutoSharing Option
23 მარტს მწვრთნელად დანიშნული ვარდან მინსიანის ხელმძღვანელობით "თელავმა" 7 ჩატარებული მატჩიდან 5 წააგო და 2 ფრედ დაასრულა და კლუბმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუწყვიტა. კლუბი აგრეთვე მისმა თანაშემწეებმაც, არტაკ ოსეიანმა (პირველი ასისტენტი) და არტურ მკრტჩიანმაც (ფიზმომზადების მწვრთნელი) დატოვეს.

"თელავის" პრესსამსახური იტყობინება, რომ მინასიანს გიორგი მიქაძე შეცვლის:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ჩვენს გუნდს 43 წლის გიორგი მიქაძე გაწვრთნის.

გიორგი მიქაძე ჩვენს გუნდს ორი წლის წინაც წვრთნიდა. გეტყვით იმასაც, რომ გიორგი მიქაძეს თანაშემწეებად კვლავ სერგი
ორბელაძე, ლევან ყუფარაძე და გიორგი მაკასარაშვილი ეყოლება, მის სამწვრთნელო შტაბში მეკარეებს ისევ თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის, ხოლო ანალიტიკოსად ანდრო გიორგობიანი იმუშავებს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
გადასკუპდი!გადმოსკუპდი!გადასკუპდი!გადმოსკუპდი!სულ ცოტა ,ძალიან არათანამიმდევრული და არასერიოზული საკადრო პოლიტიკის მაგალითი!ყოველ ნახევარ წელიწადში გუნდი და სამწვრთნელო შტაბი რომ იცვლება,როგორ შეიძლება გეგმაზომიერ მუშაობაზე ფიქრი.ეს მხოლოდ თელაველებს არ ეხება.თითქმის წესად არის ქცეული,საქართველოში.
სოსო
23:51 08-05-2023
1
გია ცეცაძე გააგდეს უმიზეზოდ მაგის ჩამოსათრევად და ჩაისვარეს საბოლოოდ სამარცხვინოდ ისევ.
Aese.
06:32 09-05-2023
0

სიახლეები პოპულარული