„სამგურალმა“ სახლში თბილისის „დინამოს“ 2:1 მოუგო და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. სტუმრები მეკარე კუტალაძის გაძევების გამო (საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა) მეთერთმეტე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. გამარჯვების გოლი კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ჩიხრაძემ გაიტანა და ისევ შეცვლაზე შესვლის შემდეგ.
წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 1:0 ნ. ხორხელი (42), 1:1 იმრანი (57), 2:1 ჩიხრაძე (78)
გაძევება: კუტალაძე (11, დინამო)
ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „სამტრედიას“ 2:1 სძლია.
სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 0:1 მამუჩაშვილი (4),1:1 აბულაძე (65), 1:2 კონატე (74)
„გაგრასა“ და „ტორპედოსა“ და "თელავისა" და "შუქურას" შეხვედრები 0:0 დასრულდა.
მეთოთხმეტე ტური 14 მაისს გაიმართება.