"სამგურალმა" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა - სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტური დასრულდა და კვლავ ორხელისუფლებიანობაა - ლიდერები ბათუმის „დინამო“ და „სამგურალი“ არიან.

„სამგურალმა“ სახლში თბილისის „დინამოს“ 2:1 მოუგო და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. სტუმრები მეკარე კუტალაძის გაძევების გამო (საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა) მეთერთმეტე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. გამარჯვების გოლი კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ჩიხრაძემ გაიტანა და ისევ შეცვლაზე შესვლის შემდეგ.

წყალტუბო. „26 მაისი“

სამგურალი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 1:0 ნ. ხორხელი (42), 1:1 იმრანი (57), 2:1 ჩიხრაძე (78)
გაძევება: კუტალაძე (11, დინამო)

ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე
„სამტრედიას“ 2:1 სძლია.

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 0:1 მამუჩაშვილი (4),1:1 აბულაძე (65), 1:2 კონატე (74)

„გაგრასა“ და „ტორპედოსა“ და "თელავისა" და "შუქურას" შეხვედრები 0:0 დასრულდა.

მეთოთხმეტე ტური 14 მაისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოველ წელს სულ უფრო სამარცხვინო და უსუსური გუნდი ხდება ჩვენი საყვარელი დინამო, არადა აკადემია ნამდვილად კარგად მუშაობს მაგრამ მერე რა ხდება როგორ ვერ დალაგდა ამდენი ხანი?
გია
22:46 10-05-2023
0
ბ-ნო რომან ფიფია, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, გაუშვი მწვრთნელი სანამ დროა..... შენც თუ გაყვები უკან არ მეწყინება :)
სარკაზმი
22:02 10-05-2023
2

სიახლეები პოპულარული