Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს

AutoSharing Option
როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ნაკრების 37 წლის მეკარე გიორგი ლორია "ანორთოსისს" დატოვებს. Geo Team-ი კი იტყობინება, რომ, შესაძლოა, ლორია მშობლიურ კლუბში, თბილისის "დინამოში" დაბრუნდეს, რომლის ღირსებასაც 2005-14 წლებში იცავდა:

"დინამო თბილისი" აქტიურად მუშაობს საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას დამატებაზე.
იქედან გამომდინარე, რომ სეზონის ბოლოს ლორიას "ანორთოსისიდან" წამოსვლის შანის მაღალია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. შეთანხმების ალბათობა მაღალია.

გიორგი ჭიაბრიშვილს ევროტურნირების წინ მეკარის პოზიციაზე გარისკვა არ სურს და მისი სურვილი კლუბში გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგ მეკარეზე ამბობენ დამეტებითი ლიბერო ყავს გუნდს, ზუსტად ეგ აკლია და შიდა ლორიას მაგიტომაც ვერ მოხვდა Top 5 ჩემპიონატების კლუბებში. ვისურვებდი გამოცდილებასთან ერთად ეგეც გამოიმუშაოს და დაეხმაროს დინამოს ევროპათასებზე რაც კარიერის ლამაზად ჯიგრულად ქართულად დასრულება იქნება.
კახა
03:47 19-05-2023
0
ლორიასგან რა უნდათ , დაანებეთ თავი ამ კაცს. მე იმის იმედი მაქვს ამ სეზონის მერე მაინც გამოფხიზლდებით ვინმე სადმე და გამოისყიდით ამ დინამოს. ცოდოა უბრალოდ ! წინასწარ იცის ყველამ რაც მოუვა კლუბს ევროთასებზე, თუ ყველამ არა ვინც ერკვევა რამეში იმან ნამდვილად
კაპიტან გარდენბურგი
12:27 19-05-2023
1

სიახლეები პოპულარული