ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი "ბლექბერნის", "სოსიედადისა" და "ფულჰემის" ყოფილი დამრიგებელი გახდა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით,  "ტორპედო" დღეს გუნდის ახალ მწვრთნელს, 55 წლის შოტლანდიელ სპეციალისტს, სტვინ კინს 17:00 საათზე "ნიუ ვიჟენის" უნივერსიტეტში წარადგენს.

გამოცდილი მენეჯერი მუშაობას პრესკონფერენციის დასრულებისთანავე შეუდგება და 20 მაისს, გუნდი თელავში მისი ხელმძღვანელობით ითამაშებს.

კინი იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი "რედინგში", "ფულჰემში", "რეალ სოსიედადში", "ქოვენთრი სიტიში", "ბლექბერნში" (სადაც 2010-12 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო), მუშაობდა ბრუნეის ეროვნული ნაკრებში, "ოფი კრეტაში" (ტექნიკურ დირექტორად), "მელბურნ ვიქტორიში" მწვრთნელის ასისტენტად.

2021 წლის ნოემბერში კინი შოტლანდიური კლუბის, "ჰიბერნიანის" აკადემიის დირექტორი გახდა და 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა,
რომელმაც მისი ხელძღვანელობით შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონში დაამარცხა ნორვეგიული "მიოლდე", ფრანგული "ნანტი" და ფლეი ოფში გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ტორპედოს ყველაზე დიდი პრობლემა ნაცი დვალიშვილია რომელიც ფლიდი და ორპირია,ყველგან აფიქსირებს ქუთაისელი გულშემატკივრების მიმართ უარყოფით განწყობებს.რატომ უნდა იყოს მსგავსი სუბიექტები ტორპედოში?
ოთო
00:19 21-05-2023
0
Მაგ პრივატ ქუჩაზე ზუსტად შენი თანაქალაქელები ჩამოდიან და შეყავთ და შეყავთ...შეყავთ და შეყავთ.ასე რომ მაგაზე უფრო მეტი იფიქრე
fyore-Ს
13:10 20-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული