ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი "ბლექბერნის", "სოსიედადისა" და "ფულჰემის" ყოფილი დამრიგებელი გახდა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით,  "ტორპედო" დღეს გუნდის ახალ მწვრთნელს, 55 წლის შოტლანდიელ სპეციალისტს, სტვინ კინს 17:00 საათზე "ნიუ ვიჟენის" უნივერსიტეტში წარადგენს.

გამოცდილი მენეჯერი მუშაობას პრესკონფერენციის დასრულებისთანავე შეუდგება და 20 მაისს, გუნდი თელავში მისი ხელმძღვანელობით ითამაშებს.

კინი იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი "რედინგში", "ფულჰემში", "რეალ სოსიედადში", "ქოვენთრი სიტიში", "ბლექბერნში" (სადაც 2010-12 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო), მუშაობდა ბრუნეის ეროვნული ნაკრებში, "ოფი კრეტაში" (ტექნიკურ დირექტორად), "მელბურნ ვიქტორიში" მწვრთნელის ასისტენტად.

2021 წლის ნოემბერში კინი შოტლანდიური კლუბის, "ჰიბერნიანის" აკადემიის დირექტორი გახდა და 19-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა,
რომელმაც მისი ხელძღვანელობით შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონში დაამარცხა ნორვეგიული "მიოლდე", ფრანგული "ნანტი" და ფლეი ოფში გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ვამბობდი და ვიტყვი, რომ ეს ჩემპიონატი ყველაზე მაღალი დონისაა, რაც კი აქამდე ჩატარებულა, რადგან გაცილებით მეტი ფული ტრიალებს ეროვნულ ლიგაში. ეს კი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. იგივე ფუტსალის ნაკრები რეიტინგში მეათეზე აღზევდა და მსოფლიოს ექს-ჩემპიონს, იტალიას, რომელიც მე-11 ადგილზეა, გადაასწრო!
კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია საჭირო და ყველაფერი კარგდ იქნება...
ლაშა
14:29 19-05-2023
2
ყველაზე მთავარი რაც არის იმედია ბრიტანულ სტილს შემოიტანს გუნდში, რომელიც ჩვენს კლუბებს ძალიან აკლია, დღევანდელი ფეხბურთი სირბილზე და გამძლეობაზე არის აგებული, მარტო ტექნიკით ვერ გახვალ ფონს, ასევე კარგი იქნება თუ კვალიფიციურ ფიზ მომზადების მწვრთნელსაც მოიყვანენ კლუბში.
anti
14:51 19-05-2023
1

სიახლეები პოპულარული