გაგი მარგველაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
დინამო თბილისმა გაგი მარგველაშვილი დაიმატა, ქართველი ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.

გაგი მარგველაშვილის ბოლო კლუბი ჩრდილოეთ მაკედონიური შკუპი გახლდათ, სადაც გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. შკუპის გარდა, სხვადასხვა დროს მარგველაშვილს თბილისის საბურთალოსა და ბათუმის დინამოში უთამაშია. იგი საქართველოს ორ გზის ჩემპიონი და ერთგზის თასის მფლობელია.

რაც შეეხება მარგველაშვილის სანაკრებო კარიერას, ცენტრალურ მცველს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩემი აზრით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მცველია ვინც ქართული ზედა ხუთეულის კლუბებში მინახავს
superman
15:57 17-06-2023
1
ქართველი ჰარი მაგუაიერი :დ
გიორგი
01:01 17-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული