ბათუმის "დინამოს" ყოფილი მცველი, 25 წლის გაგი მარგველაშვილი ჩრდ. მაკედონიურ "შკუპში" ჩაირიცხა - ამის შესახებ სკოპიელთა ოფიციალური გვერდი იუწყება. ხელშეკრულება 2-წლიანია.
"შკუპის" ცენტრალურმა მცველმა აბდულ რვატუბაიემ ხანგძლივი ტრავმა მიიღო და კლუბის ხელმძღვანელობამ მისი შემცვლელი სწრაფად იპოვა.
მარგველაშვილი საქართველოს 2-გზის ჩემპიონია - ჯერ "საბურთალოს", ახლა კი "დინამოს" რიგებში, თუმცა ბათუმელთა შემადგენლობაში მას თამაშის შესაძლებლობა იშვიათად ეძლეოდა. ახალწვეულიი გახარებულია:
"აქ ძალიან კარგი ატმოსფეროა, უაღრესად პროფესიონალი მწვრთნელი. "შკუპს" ბევრი გააქვს და ცოტას უშვებს. გვსურს, ჩემპიონატში გავიმარჯვოთ და ევროტურნირებზე წარმატებას მიაღწიოთ."
ჩრდ. მაკედონიის ჩემპიონატი
13 თებერვალს განახლდება, პირველადგილოსანი "შკუპი" მეორეზე მყოფ "პანდევის აკადემიას" დაუპირისპირდება, რომელსაც 7 ქულით აღემატება. მარგველაშვილის ახალ კლუბს ოქროს მედლების მოპოვებისა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ბათუმის "დინამოს" შემადგენლობა პოლონელებთან სპარინგისთის