"სიახლეა "ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბში. კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციას პორტუგალიელი ნილტონ ტეროსო დაიკავებს. პრო ლიცენზიის მქონე გამოცდილი მწვრთნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბში მუშაობდა.
კარიერის ძირითადი დრო ინგლისურ „კარდიფში“ აქვს გატარებული, სადაც ის ფიზმომზადების მწვრთნელი გახლდათ. მთავარი მწვრთნელის რანგში კი პორტუგალიური "ოლანენსე" ებარა.
30 ივნისს სამტრედიაში გასამართ სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში „ტორპედოს“ განაცხადში შესაძლოა 3 ახალი ფეხბურთელი ვიხილოთ. სავარაუდოდ, „დინამო ბათუმის“ წინააღმდეგ სერბ
სამივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად იმყოფება და თითოეულ მათგანთან გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.
ამით სატრანსფერო პოლიტიკა არ სრულდება, კლუბი კიდევ გაძლიერდება რამდენიმე ფეხბურთელით, რომლებიც კლუბს სუპერთასის შემდეგ შეუერთდებიან", - წერია განცხადებაში.